x
image
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
ქორწინდება თუ არა ფინანსთა მინისტრი ივანიშვილის შვილზე - მამუკა ბახტაძის პასუხი
image


ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვის დროს, მაყურებლის კითხვებს პასუხობდა. მათ შორის განმარტა ბოლო დროის ყველაზე საინტერესო დეტალი, ქორწინდება თუ არა ის ივანიშვილის ქალიშვილზე.


როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ის ივანიშვილის არცერთ შვილს არ იცნობს, შესაბამისად ეს არის იაფფასიანი ჭორები.


„დამრჩა განცდა, რომ გარკვეული ჯგუფები შეეცადნენ გადაეფარათ ის დისკუსია, რომელიც ჩვენ გავაჟღერეთ ამ დღეებში. მაგრამ ამის განსჯა საზოგადოებისთვის მიმინდია. მე ვფიქრობ, ყველა კარგად უყურებს და აანალიზებს ამ ჭორების წარმომავლობას“ - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.



ბოლო ხანს აქტიურად ვრცელდება ხმები, რომ ბახტაძე ივანიშვილის სიძე გახდება, შემდეგ კი კვირიკაშვილის წასვლის შემდეგ პრემიერ-მინისტრის სავარძელსაც სწორედ მამუკა ბახტაძეს უწინასწარმეტყველებენ.


ვიდეო იხილეთ აქ: მამუკა ბახტაძე LIVE-ში პასუხობს შეკითხვას - არის თუ არა ივანიშვილის სასიძო? (ვიდეო)

1
218
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
218
  
2018, 19 აპრილი, 23:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1