საბუნებისმეტყველო შეიცან თავი შენი: როგორ გამოიყურება ადამიანის ორგანოები მიკროსკოპის ქვეშ 2018, 19 აპრილი, 9:39 როცა სკოლის ანატომიის წიგნში პირველად ნახეთ, თუ რა ორგანოებისაგან შედგება ჩვენი ორგანიზმი, ბევრი თქვენგანი ალბათ გაოცებული დარჩა, რადგან სულ სხვაგვარად წარმოედგინა როგორ გამოიყურება კუჭი, ფილტვები, ღვიძლი, თირკმელი და სხვა ორგანოები. თითოეული ჩვენგანისთვის ეს ალბათ მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო: აი, თურმე როგორები ვართ ''შიგნიდან''. აქედან მოყოლებული ვუფრთხილდებით ჩვენი სხეულის-ამ საოცრად ჭკვიანურად აწყობილი მექანიზმის თითოეულ ნაწილს, რადგან ვიცით, რომ მის ყველა დეტალს უმნიშვნელოვანესი სასიცოცხლო ფუნქცია აკისრია.
![]() ახლა კი მოდით, უფრო ახლოდან შევათვალიეროთ ადამიანის სასიცოცხლო ორგანოები და მათი შემადგენელი ნაწილები. მოემზადეთ: თქვენ წინაშეა ელექტრონული მიკროსკოპით გადაღებული 23 ძალიან საინტერესო ფოტო, რომელიც ადამიანის სხეულს სულ სხვა თვალით დაგანახებთ. 1. რთული დასაჯერებელია, მაგრამ ზუსტად ასე გამოიყურება თქვენი თვალი ახლო მანძილიდან![]() 2. ეს კი იმ ფრჩხილის დაბოლოებაა, რომლითაც ახლახან კლავიატურაზე უკაკუნებდით![]() 3. მშვიდად და თანაბრად სუნთქავთ?- ეს ფილტვების უჯრედების დამსახურებაა, რომლებიც ზუსტად ასე გამოიყურებიან მიკროსკოპში![]() 4. ეს კი ისევ ფილტვების ქსოვილია კიდევ უფრო ახლო მანძილიდან![]() 5. ადრენალინის მოზღვავებას ხშირად გრძნობთ ხოლმე? აი, რა თვალისმომჭრელად გამოიყურება მისი კრისტალები![]() 6. თუ თავბრუ დაგესხათ, იცოდეთ, რომ ეს შიგა ყურში მდებარე ბალანსირებადი ქვების დამსახურებაა. აი, როგორ გამოიყურებიან ისინი![]() 7. გასაოცარი სურათი: არტერია და მასში მოძრავი სისხლის უჯრედები![]() 8. სისხლის წითელი ნაწილაკები მიკროსკოპში![]() 9. აბა თუ მიხვდებით, ეს რაა? - დიახ, ეს სისხლის კოლტია უახლოესი მანძილიდან დანახული![]() 10. და კიდევ ერთი უნიკალური კადრი-სისხლის წითელი ნაწილაკები გამოდიან გამსკდარი კაპილარიდან![]() 11. ახლა კი დროა ნახოთ, როგორ იწყება კრიტიკული დღეები. ზუსტად ასე სკდება მომწიფებული კვერცხუჯრედი![]() 12. აი, როგორ გამოიყურება ცხიმოვანი უჯრედები მას შემდეგ, რაც დიეტაზე დადექით და რამდენიმე კილოგრამი დაიკელით წონაში![]() 13. თმის ბოლოები გეყოფათ, მაგრამ ვერ გადაგიწყვეტიათ, შეიჭრათ თუ არა თმა? ნახეთ, როგორ გამოიყურება თმის ბოლო მიკროსკოპში და საყოყმანოც არაფერი იქნება![]() 14. ეს კი თმის ძირია ახლო მანძილიდან გადაღებული![]() 15. ამ ფოტოსურათის ნახვის შემდეგ არასოდეს დაწვებით დასაძინებლად მაკიაჟით: ასე გამოიყურება წამწამები მიკროსკოპში![]() 16. ფიქრობთ, რომ ენას გაწმენდა არ სჭირდება? -ცდებით. ამ ფოტოზე ენის ზედაპირია გამოსახული![]() 17. კანის ზედაპირზე არსებული ოფლი ისევე საზიზღრად გამოიყურება, როგორი სუნიც აქვს. აი, ისიც![]() 18. ეს კი კუჭის ლორწოვანი გარსია. სულ სხვაგვარი წარმოგედგინათ, არა?![]() 19. დიდი ხანია ხელის კრემი არ გიყიდიათ? ძალიანაც ცუდი. თქვენ ხელებს ის აუცილებლად სჭირდება. აი, ასე გამოიყურება კანი ხელის თითებზე![]() 20. დროა დელიკატურ თემასაც შევეხოთ: აი, ასე გამოიყურება სპერმა მაქსიმალური მიახლოების დროს![]() 21. ეს კი ისევ სპერმაა, ოღონდ სათესლე არხებში. მოულოდნელი ფოტოა, არა?![]() 22. აი, ასეთები ვიყავით დედის მუცელში ჩასახვიდან მეექვსე დღეს. რა ბედნიერებაა, არა?![]() 23. და ბოლოს, როგორია ახლო მანძილიდან დანახული ბედნიერება? - ეს ბედნიერების ჰორმონის-სეროტონინის კრისტალებია![]() 121 8-ს მოსწონს
|