საბუნებისმეტყველო როცა შენი მადა შენივე მტერია - ყველაზე მსუქანი და ყველაზე გამხდარი ადამიანები მსოფლიოში 2018, 23 აპრილი, 10:07 ხუთიოდე კილოგრამის დაკლება გსურთ და ამისთვის ყველაზე მკაცრი დიეტის დაწყებას აპირებთ... მაინც რომელი ჯობს: დუკანი, ადვოკატის დიეტა, ჰოლივუდის თუ კრემლის? დაბნეული ხართ და არ იცით, რომელი დიეტით უფრო მალე მოიშორებთ საძულველ კილოგრამებს, შეძლებთ საყვარელი ჯინსების ან სარაფანის ჩაცმას და სულაც არ დაფიქრებულხართ იმაზე, რომ მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თქვენზე ათჯერ, ზოგჯერ კი ასჯერ მეტი კილოგრამი აქვთ დასაკლები და პირიქით, არიან ისეთებიც, რომლებსაც ოცნებად აქვთ გადაქცეული თუნდაც ხუთიოდე კილოგრამის მომატება, რადგან ანორექსიით იტანჯებიან და მსუქნებზე მეტი შანსი აქვთ ნაადრევად დაამთავრონ სიცოცხლე.
მაშ ასე, დღეს საუბარი გვექნება ყველაზე მსუქან და ყველაზე გამხდარ ადამიანებზე მთელი მსოფლიოდან.
იმან ახმად აბდულათი - 500 კილოგრამიმსოფლიოში ყველაზე მძიმეწონიანი ქალი- ეგვიპტელი იმან ახმად აბდულათი 39 წლისაა და 500 კილოგრამს იწონის. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მან საზოგადოებას დახმარება თხოვა. ქალი სამკურნალოდ წაიყვანეს ინდოეთში. ქალაქ მუმბაიში იმანს გაუკეთებენ ბარიატრიულ ოპერაციას- დაუპატარავებენ კუჭს. მან უკვე ორჯერ გადაიტანა ინსულტი, არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება. პაციენტს მუმბაიში გადაიყვანენ სპეციალური სატვირთო თვითმფრინავით, რომელიც გადაკეთებულია ტრანპორტირებისათვის. აეროპორტიდან იმანს პირდაპირ ჰოსპიტალში წაიყვანენ. მკურნალობა რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება. სამედიცინო მომსახურეობის თანხებს ქალს ქველმოქმედები გადაუხდიან. ჯონ მინოხი-635 კილოგრამიამერიკელი ჯონ მინოხის წონა ოფიციალურად 1979 წელს იქნა დაფიქსირებული-635 კილო. ჯონის სიმაღლე 185 სმ იყო. საწოლში მის გადასაბრუნებლად მინიმუმ 13 კაცი იყო საჭირო. სიცოცხლის ბოლო წლებში ჯონის სხეულში დაგროვილი სითხის რაოდენობა 400 ლიტრს შეადგენდა. მამაკაცი 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი რეკორდის გაუმჯობესება (საბედნიეროდ) ჯერჯერობით ვერავინ შეძლო. ჯერჯერობით ჯონი აბსოლუტური რეკორდმენია მძიმეწონიან ადამიანებს შორის. ჯერემი ჰილიტცერი-30 კილოგრამისაშინელ დაავადებასთან-ანორექსიასთან 25-წლიანი უშედეგო ბრძოლის შემდეგ, 2010 წელს გარდაცვლილი 38 წლის ჯერემი ჰილიტცერის წონა 30 კილოგრამს შეადგენდა. მანუელ ურიბე- 590 კილოგრამიმექსიკელი მანუელ ურიბეს მაქსიმალური წონა 590 კილოგრამი იყო. ჯანმრთელობის პრობლემების გამო მან გახდომა გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ მანუელმა შეძლო 187 კილოგრამის დაკლება, 48 წლის ასაკში ის გულის შეტევით გარდაიცვალა. კეროლ ენ იაგერი- 544 კილოგრამიმედიცინის ისტორიაში ყველაზე მსუქან ქალად აღიარებული კეროლ ენ იაგერი 1994 წელს გარდაიცვალა. ამ დროს ის 544 კილოგრამს იწონიდა. არაოფიციალური მონაცემებით, ქალის მაქსიმალური წონა 727 კილოგრამს აღწევდა. ვალერია ლევიტინა-25 კილოგრამი39 წლის ვალერია ლევიტინა მონაკოში ცხოვრობდა და ის ითვლებოდა ყველაზე გამხდარ ქალად მსოფლიოში. ვალერია მხოლოდ 25 კილოგრამს იწონიდა და ის 20 წელი იტანჯებოდა ანორექსიის მძიმე ფორმით. ავადმყოფობა გოგონას მას შემდეგ დაწყო, რაც მკაცრ დიეტაზე დაჯდა წონაში დაკლების მიზნით. ვალერია 2013 წელს გარდაიცვალა. მაირა ლიზბეტ როსალესი- 500 კილოგრამი (გახდომამდე)32 წლის მაირა როსალესი 2008 წლის მარტში მთელმა მსოფლიომ გაიცნო არა სიმსუქნის, არამედ კრიმინალის გამო. მაშინ მან თავის თავზე აიღო დის დანაშაული, რომელსაც ბრალი დასდეს საკუთარი 2 წლის გოგონას მკვლელობაში. მაირამ განაცხადა, რომ პატარა გოგონა მისი ცხიმების გროვაში გაიხლართა და რომ მან ის შემთხვევით გასრისა სხეულის სიმძიმით. პოლიცია ამ ვერსიით დაკმაყოფილდა, თუმცა უგულო დედა მაინც დაადანაშაულეს ბავშვის მიმართ უყურადღებობაში და ციხეში 15 წლით ჩასვეს. ამ ინციდენტის შემდეგ მაირამ მკაცრად გადაწყვიტა გახდომა და მკაცრ დიეტაზე დაჯდა. შედეგად მან 400 კილოგრამი დაიკლო. ამაში ქალს დაეხმარა ძლიერი ნებისყოფა, 11 პლასტიკური ოპერაცია, სპორტი და ბალანსირებული კვების რეჟიმი. პოლ მეისონი-445 კილოგრამიპოლ მეისონი გახდომამდე 445 კილოგრამს იწონიდა. წინა პერსონაჟის მსგავსად მანაც მიზნად დაისახა გამხდარიყო და ეს გააკეთა კიდეც. საერთო ჯამში პოლმა 305 კილოგრამი დაიკლო. გახდომის შემდეგ პოლს 21 კილოგრამამდე ზედმეტი კანი მოაცილეს. ამჟამად ის 157 კილოს იწონის. იზაბელ კარო-28 კილოგრამიმექსიკელი იზაბელ კარო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გამხდარ ადამიანად იყო აღიარებული. გოგონა 1982 წელს დაიბადა. 163 სმ სიმაღლის ზრდასრული გოგონა მხოლოდ 28 კილოგრამს იწონიდა. ასეთი სიგამხდრე მძიმე ნერვულმა ანორექსიამ გამოიწვია. კარო 2010 წლს გარდაიცვალა. კეიტ მარტინი-446 კილოგრამი (გარდაიცვალა 2012 წელს)რენტგენის ცნობილი სურათი, რომელიც მომენტალურად გავრცელდა ინტერნეტში და უამრავი ნახვა ჰქონდა, სწორედ კეიტ მარტინს ეკუთვნის. მისი წონა სურათის გადაღების მომენტში 440 კილოგრამს შეადგენდა. 23 წლის პარაოლიმპიელი ტონი სტანიფორდი- 33 კილოგრამიმიუხედავად იმისა, რომ ტონი კარგად იკვებება, მის სხეულზე ერთი ნამცეცი ცხიმიც კი არაა. ექიმები დიდხანს იკვლევდნენ ყმაწვილს და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მას უიშვიათესი გენეტიკური დაავადება აქვს, რომელიც ასეთ სიგამხდრეს იწვევს. მაიკლ ჰებრანკო-430 კილოგრამიამ ადამიანს საოცარი ისტორია აქვს: 430 კილოგრამი წონის მაიკლმა შეძლო გახდომა 90 კილომდე. ის მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა და ყველას უყვებოდა, თუ როგორ მიაღწია ამას ნებისყოფის სიმტკიცით. თუმცა სამწუხაროდ, მან ისევ დაიწყო წონის აკრება და ამჟამად 500 კილოზე მეტს იწონის. ჟოზელინა და სილვა- 406 კილოგრამი (გარდაიცვალა 1996 წელს)ამერიკელების შემდეგ მსოფლიოში ყველაზე მსუქან ადამიანებად მექსიკელები ითვლებიან. მექსიკის ყველაზე მსუქან ქალად აღიარებულია ჟოზელინა და სილვა, რომელიც 406 კილოგრამს იწონიდა. იმისათვის, რომ ცნობილი გამხდარიყო, ჟოზელინამ მეტად უცნაურ ხერხს მიმართა: ის გაძლიერებულ კვებაზე იმყოფებოდა, რათა სიმსუქნისაკენ ისედაც მიდრეკილი ორგანიზმისათვის ზედმეტი კალორიები მიეწოდებინა. სამწუხაროდ, ორგანიზმმა ასეთ დატვირთვას ვერ გაუძლო და ქალი 1996 წელს გარდაიცვალა. იოანა სპანგერბერგი-38 კილოგრამისაკმაოდ დიდი ხანია, რაც ევროპული საინფორმაციო საშუალებები იოანას ცოცხალ ქვიშის საათს უწოდებენ. ეს სახელი მას სხეულის უცნაური პროპორციების გამო შეარქვეს: გოგონას წელის გარშემოწერილობა 50 სმ-ია, ხოლო წონა-38 კილოგრამი. რამ მიიყვანა ის ასეთ მდგომარეობამდე?-რა თქმა უნდა, ანორექსიამ. პოლინა პოტერი-318 კილოგრამიპოლინა პოტერი აშშ-ის ქალაქ საკრამენტოში ცხოვრობს. ქალი ამტკიცებს, რომ არანორმალური სიმსუქნე მისი ქმრის დამსახურებაა, რომელიც მას გამუდმებით უმეორებს, რომ ის სექსის ქალღმერთია და რომ სურს კიდევ უფრო მსუქანი იყოს. ქმრის დაჟინებული თხოვნით პოლინა გაძლიერებულ კვებაზეა და ყოველდღიურად უამრავ ბუტერბროდს, შემწვარ ინდაურს და კარტოფილს მიირთმევს. ქალი ამჟამად 47 წლისაა და 318 კილოგრამს იწონის. სიუზანი ემანი- 225 კილოგრამისიუზენის მთავარი მიზანია გახდეს მსოფლოში ყველაზე მსუქანი ადამიანი. ქალს სულაც არ აკომპლექსებს თავისი გარეგნობა და ყველაფერს აკეთებს მიზნის მისაღწევად. დღესდღეობით ის 225 კილოგრამს იწონის. ამ ადამიანების ისტორიების გაცნობის შემდეგ ძალაუნებურად გვებადება კითხვა: გახდე პოპულარული და ცნობადი სახე-ღირს კი ეს ყველაფერი ჯანმრთელობის დაკარგვად და საუთარი სხეულის გადაგვარებად? - დამეთანხმებით, რომ არა! 373 6-ს მოსწონს
|