სიახლეები გაიცანით ჩრდილოეთ კორეული ავტომობილი "ნენარა" 2018, 16 აპრილი, 14:03 ამას წინათ ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი საკუთარი წარმოების ახალი ავტომობილის პრეზენტაცია განახორციელა.
მიუხედავად ამ ქვეყნიდან მწირი ინფორმაციისაა გასაგები მიზეზების გამო, ხერხდება მაინც მცირე მონაცემების დადგენა.
ავტოქარხანა " ნენარა" აწარმოებს თითქმის ყველა კატეგორიის ავტომობილს, მათ შორის არის მსუბუქი, მიკროავტობუსი, ავტობუსი და მინი-სატვირთო. მსუბუქი ავტომობილებისა და ავტობუსების საწვავის მოხმარება 42-დან 50 გრ-მდე მერყეობს 1 კილომეტრზე, ხოლო სატვირთოების - 58 გრამი კილომეტრზე. "ნენარას" სხვადასხვა მოდელების მაქსიმალური სიჩქარე, საათში 120-დან 180 კილომეტრია. სხვათა შორის, მანქანები აღჭურვილია კონდიციონერით, servo- ს საჭეთი, ასევე ელექტროამწევი ფანჯრებით და პარკირების რადარითაც კი. ამის გარდა ჩრ. კორეაში არის კიდევ ერთი ავტოგაერთიანება "სინრი", რომელიც ჯერ კიდევ 60 -იანი წებიდან არსებობს და აწარმოებს სხვადასხვა მოდიფიკაციის და სიმძლავრის სატვირთოებს, ქვემოთ წარმოდგენილია ფოტორეპორტაჟი, სადაც ქვეყნის ბელადი კიმ ჩენ ინი ქარხანას ათვალიერებს. შეგახსენებთ, ამა წლის თებერვალში ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, მეუღლესთან, ლი სოლ ჩჟუსთან ტროლეიბუსების დამამზადებელი ქარხანა მოინახულა , შემდეგ კი ფხენიანის ქუჩებში ახალი ტროლეიბუსით გაისეირნა
266 4-ს მოსწონს
|