სხვა "ევროვიზიის "გამარჯვებული კონჩიტა ვურსტი შიდსითაა დაავადებული 2018, 16 აპრილი, 12:30 "ევროვიზია" 2014 წლის გამარჯვებული .ავსტრიელი კონჩიტა ვურსტი(ნამდვილი სახელი-თომას „ტომ“ ნოივირტი)ანუ "წვერებიანი ქალი"რომელმაც თავის დროზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მსოფლიოში შიდსითაა დავადებული.ამის შესახებ მომღერალმა "ინსტაგრამზე" დაწერა. ვურსტის განცხადებით, მისი ყოფილი ბოიფრენდი იმუქრება, რომ სახალხოდ გამოქვეყნებს მასზე პირად ინფორმაციას.
"არავის მივცემ უფლებას, დამაშინოს და ჩემს მომავალ ცხოვრებაზე ზეგავლენა მოახდინოს, დიახ მე დამისვეს დიაგნოზი და უწყვეტად ვმკურნალობ უკვე რამდენიმე წელია, "-წერს ვურსტი.
ამასთანავე აღნიშნავს, რომ არ სურდა სახალხოდ ამის გაჟღავნება რამდენიმე მიზეზის გამო, პირველ რიგში კი ეს არის მისი ოჯახი, -ყველაზე უპირველესი მის ცხოვრებაში.
შეგახსენებთ, "წვერებიანი ქალის" იმიჯი თომას ნოივირტმა 2011 წელს შეიქმნა, ამ ნაბიჯით მას სურდა საზოგადოება დაფიქრებულიყო მიზეზზე რასაც ქსენოფობიას იწვევს და ამასთანავე მოუწოდებდა ხალხს ტოლერანტობისკენ.
235 5-ს მოსწონს
|