სხვა ყაზახეთში დაიწყო ავსტრალიური ვაქცინის გამოცდა 2020, 1 აგვისტო, 17:48 ალმა-ატაში ეროვნულ აგრარულ უნივერსიტეტში არსებულ ვაქციონოლოგიის საერთაშორისო ცენტრში დაიწყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ავსტრალიური ვაქცინის COVAX-19 გამოცდა, ინექცია უკვე გაუკეთეს პირველ ადამიანს, საინფორმაციო პორტალ "ხაბარ-24" -ის ცნობით, იგი თავად ცენტრის დირექტორმა, კაისარ ტაბინოვმა გაიკეთა. COVAX-19 ვაქცინა, შეიქმნა ავსტრალიაში და ჯერ კიდევ კლინიკური კვლევების პირველ ეტაპზე იმყოფება. აღსანიშნავია, რომ ახალი ამბების სააგენტოს ინფორმაციით ავსტრალიურის გარდა, 30 ივლისს წარმატებით დასრულდა თავად ყაზახი სპეციალისტების მიერ შემუშავებული ვაქცინის წინასწარი კლინიკური კვლევები. კველევების შემდეგი ეტაპი სექტემბერში არის დაგეგმილი. 29 ივლისს ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ორი კვირით გააგრძელა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები. შეზღუდვები ამ ქვეყანაში ივლისის დასაწყისში დაწესდა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების გამო. 30 ივლისიდან ყაზახეთის მოქალაქეებს დაევალათ პირბადის ტარება. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროექტის ბოლო მონაცემებით, ყაზახეთში რეგისტრირებულია კორონავირუსის 90, 367 შემთხვევა. 793 ადამიანი გარდაიცვალა. 23 4-ს მოსწონს
|