x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გარდაცვლილი ამერიკელი ტრანსპლანტოლოგის მაგიდაზე გაცოცხლდა, თუმცა ეს ისტორია ამით არ დასრულებულა
image

ეს მოხდა შტატ კენტუკიში. ერთმა ჩვეულებრივმა კაცმა, 36 წლის თომას თ.ჯ. ჰუვერმა, ნარკოტიკების ზედმეტი დოზა მიიღო, რის გამოც სასწრაფოდ გადაიყვანეს Baptist Health Richmond-ის საავადმყოფოში. იქ მან, ფაქტობრივად, ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით სული ღმერთს ჩააბარა. წერს New York Post-ი.



გარდაცვალებისთანავე, ექიმებმა გადაწყვიტეს, სასწრაფოდ ამოეკვეთათ გული, რომელიც დონორად გამოდგებოდა და ჯერ კიდევ კარგ მდგომარეობაში იყო.


სწორედ ამ ოპერაციის დროს გარდაცვლილი გაცოცხლდა, რომელმაც ყველა შეაშინა. აქ ამბავი შეიძლება დასრულებულიყო ბედნიერი ჰეპი-ენდის სულისკვეთებით, მაგრამ კენტუკის დონორთა ორგანოების კოორდინატორი არ იყო კმაყოფილი თომასის მოულოდნელი "მკვდრეთით აღდგომით" და მოითხოვა, რომ ექიმებს გული მაინც ამოეღოთ ცოცხალი ადამიანისგან.




ამ ოპერაციაზე დამსწრე სამედიცინო პერსონალი აღშფოთდა, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ადამიანის ორგანოების ამოღება არაეთიკური იყო. ექიმებს მოუწიათ პაციენტის სახლში გაშვება.


image


საქმით პოლიცია დაინტერესდა, როგორ არის შესაძლებელი, რომ მკვდარი ადამიანი გაცოცხლდა? KODA-ს ოფიციალური პირები უარყოფენ, რომ მათი ორგანიზაციის რომელიმე წევრმა ექიმებს დაავალა ჩაეტარებინათ ოპერაცია ცოცხალი პაციენტის ორგანოების ამოღების მიზნით.


გამოძიების დროს გაირკვა, რომ, როგორც წესი, ადამიანი არ იყო გარდაცვლილი, ექიმები წინასწარ განზრახვით პაციენტებს ნარკოტიკების გადაჭარბებულ დოზას აძლევდნენ სედატიური საშუალებებით, ანელებდნენ პულსს და წერდნენ გარდაცვალების მოწმობებს, ხოლო სანამ ისინი უგონო მდგომარეობაში იყვნენ, ტრანსპლანტოლოგები მისგან ორგანოებს იღებდნენ.



წინასწარი ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალმა ამ გზით ათზე მეტი ადამიანი გააგზავნა საიქიოში, მაგრამ თომასზე ჩავარდნენ. ახლა ამ სკანდალურ საქმეს ჯანდაცვის რესურსებისა და სერვისების ფედერალური ადმინისტრაცია და პოლიცია იძიებს.

image

თომასი ცოცხალი და კარგადაა, თუმცა მას ჯერ კიდევ აქვს მეხსიერების, სიარულისა და მეტყველების პრობლემები.

0
453
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
453
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0