კინო " სჯობს იყო მოხუცი, ვიდრე მკვდარი.." - 83 წლის ბრიჯიტ ბარდო 2018, 15 აპრილი, 13:35 ![]() ![]() დღეს ბრიჯიტ ბარდო ასე გამოიყურება.. ![]() როგორც ყველა ზღაპარი, მსოფლიო კინოვარსკვლავის შელამაზებული ბიოგრაფია, ბრიჯიტ ბარდოს ამბავიც იწყება იმით, რომ სკოლის ასაკში ძალიან შეუხედავი იყო, წინ წამოწეული ორი კბილით, გაფშეკილი თმით გოგონა წინა მერხსზე თანაკლასელების ყურადღებას საერთოდ არ იმსახურებდა, ოჯახის წევრებიც მზეთუნახავ დას ევლებოდნენ თავზე, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე "კინოვარსკლვავების ნახევრადზღაპრულ ბიოგრაფიებში" ბრიჯიტი დაიხვეწა, საოცრად შეიცვალა, როგორც გარეგულად ისე შინაგანად და ვნებიან ქალად იქცა. ჩვენ ვერასდროს გავიგებთ მართლა ასე დაიწყო თუ არა ლეგენდა, სახელად ბიჯიტ ბარდო, თუ კარგი ბიოგრაფების ჩამოყალიბებულ-შედგენილია, მაგრამ რაც ზუსტად შეგვიძლიათ ვთქვათ, ეს ის საინტერესო ფაქტებია, რომლებიც მრავლადაა ბრიჯიდ ბარდოს შესახებ: 50-იან წლების დასასრულს, მსოფლიო გამოფენაზე ვატიკანის პავილიონში ბრიჯიტ ბადოს ფოტო ეკიდა ცოდვის არსის საილუსტრაციოდ. ის არ უშინდებოდა სიშიშვლეს ნებისმიერი ფილმისთვის თუ ჟურნალისთვის, არ ადარდებდა რას ამბობდნენ მის შესახებ სხვადასხვა გავლენიანი ადამიანები, როგორც ამბობენ ბარდო ცხოვრებაშიც ისეთივე თავქარიანი, ჯიუტი და ახირებული იყო, როგორც ეკრანზე, მაგრამ ამავე დროს ჰქონდა ისეთი სხივი თვალებში, რომლითაც ყველასგან გამოარჩევდი: ![]() ბრიჯიტ ბარდო და ჟანა მორი ფილმიდან " ვივა მარია" 1965 წელი ![]() ![]() ![]() ![]() მერილინ მონრო ტრაგიკულად გარდაიცვალა და ამით დასრულდა მისი ცხოვრებაც და კარიერაც, ბიჯიტ ბარდომ კი, როგორც სჩვეოდა ხოლმე, კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით სკანდალური გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ, როცა კარიერის მწვერვალზე იყო მიიღო გადაწყვეტილება - წასულიყო კინოდან. გადაწყვეტილებას ის იმით ხსნიდა, რომ არ უსრდა ეკრანზე უინტერესო როლებით დაბერება ![]() შეიძლება ამაზე მას არც უფიქრია, მაგრამ ის ერთგვარ სიმბოლოდ, კერპად Icon-ად იქცა სტილისა და ჩაცმულობის, მისი ვარცხნილობა, მაკიაჟის სტილი მილიონობით ადამიანისთვის იქცა მისაბაძი, სწორედ ამ დროს წავიდა ბარდო კინოდან, დაარსა ცხოველების დამცველი ორგანიზაცია და დაიწყო აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით. კერძო სახლი, სადაც კინოვარსკვლავი ამრტო ცხოვრობს სავსეა სხვადასხვა ცხოველებით, ყოველ საღამო დამხმარეებთან ერთად მათ ბარდო თავად უვლით. უარს აცხადებდა ინტერვიუებსა და სხვადასხვა შოუებში გამოჩენაზე, მაგრამ პაპპარაცები მაინც მოიპოვებდნენ ხოლმე ბარდოს ახალ-ახალ ფოტოებს და გორდებოდა ახალი ჭორი, თურმე როგორ შეცვლილა ბრიჯიტ ბარდო, როდესაც კვლავ ხდებოდა განხილვის საგანი, ბარდო თანხმდებოდა, რომელიმე ფრანგულ ჟურნალს ინტერვიუზე და კვლავ სკანდალურ განცხადებებს აკეთებდა: " მე იმდენად მადლიერი ვარ ჩემს მიერ განვლილი წლებისა, რომ მზად ვარ საკუთარ თავს მუხლებზე დავუდგე." - ბრიჯიტ ბარდო ![]() ![]() ![]() ![]() " სჯობს იყო მოხუცი, ვიდრე მკვდარი.." ![]() ![]() 1505 4-ს მოსწონს
|