x
image
ირაკლი შავიძე
ნამიბიის სანაპიროზე ოქროთი სავსე 500 წლის ხომალდი აღმოაჩინეს

image
2008 წლის აპრილში კომპანია “De Beers”-ის მუშებმა, რომლებიც ნამიბიის სამხრეთში ალმასის მოპოვებით იყვნენ დაკავებული, სანაპიროს სიახლოვეს, უდაბნოში, 500 წლის ხომალდის ნარჩენები იპოვნეს.image
“Bom Jesus”, რომელიც
ინდოეთის სანაპიროსაკენ მიემართებოდა, 1533 წელს გაუჩინარდა. ხომალდი აღმოაჩინეს ხელოვნური ლაგუნის ქვეშ, რომელიც ბოლო დროს მარილიან ტბად იყო ქცეული. ერთ-ერთი ტბის დაშრობის შემდეგ მუშები მოულოდნელად წაადგნენ ხომალდის ნარჩენებს ჩონჩხების სანაპიროს სიახლოვეს.image
ამ ადგილებში ძველი ხომალდები ადრეც აღმოუჩენიათ, მაგრამ ეს პორტუგალიური ხომალდი მათ შორის უძველესია და თანაც მისი ტვირთი ძალიან ძვირფასი გამოდგა. ტრიუმში იპოვნეს 2500-ზე მეტი ესპანური, პორტუგალიური და ვენეციური ოქროს მონეტა, უამრავი სპილოს ეშვი, გერმანული სპილენძის ზოდები, იარაღი და ჩონჩხები.image
განძი 13 მილიონ დოლარად შეფასდა. კანონის თანახმად, განძი უნდა გადაეცეს იმ ქვეყანას, რომლის დროშის ქვეშაც დაცურავდა ხომალდი, თუმცა ნამიბიის მთავრობამ განძი მიითვისა და რატომღაც პორტუგალიელებმაც დიდსულოვნად დაუთმეს.image

0
751
3-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი შავიძე
ირაკლი შავიძე
751
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0