x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ნახეთ რას წერს მსახიობი თინა მახარაძე ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ
image

მსახიობი თინა მახარაძე გუშინ თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ საზარელ მკვლელობას სოციალური ქსელით ეხმუარება და წერს:


ამონარიდი ჩემი დიდი ხნის წინანდელი პოსტიდან:


"..აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ გვაქვს გასაოგნებელი კანონი, უფრო სწორად, არ გვაქვს კანონი, რომელიც უპრიანი და ქმედითია ვერბალური მუქარის შემთხვევაში. თუ ადამიანი გემუქრება, მინიმუმ რაც მის შესაფერხებლად შეიძლება, გაკეთდეს, არის სიტყვიერი დატუქსვა და მაქსიმუმ – შემაკავებელი ორდერი, რომელიც, პრაქტიკამ გვაჩვენა, უმეტეს შემთხვევაში რომ უშედეგოა და არანაირ დამაბრკოლებელ ფაქტორს არ წარმოადგენს რეციდივის სურვილით შეპყრობილი ტიპისთვის. ამიტომ, ჩვენ, ხშირი მუქარის მსხვერპლნი, უმეტესად მხოლოდ ამ ტიპის, ღვთისა და შემთხვევითობის კეთილ ნებაზე ვართ დამოკიდებულები. ანუ, ჩვენი რეალურ მსხვერპლად ქცევის შანსი რეალურად დიდია."


image

ამდენი წელია გავკივით, რომ "შემაკავებელი ორდერი", რეალურად, მხოლოდ პოტენციური მსხვერპლის "ჩივილების" შემაკავებელი ინსტრუმენტია და მოძალადეს და მკვლელს სულ სასხლეტზე კიდია ეგ შენი ორდერი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
როდის დავა თქვენს ტვინამდე, რომ შავი ჯიპების თეთრით ჩანაცვლების მაგივრად იმაზე იფიქროთ, როგორ გყავდეთ სკრუპულოზური კონტროლის ქვეშ ყველა პოტენციური მოძალადე.
ყოვლად უსაფრთხო ტიპებს ჭუჭუზე უყურებთ, სადმე რამე თქვენთის მიუღებელი შარდი არ გაეპაროს ვინმეს და ქვეყნის ნორმალურად მოაზროვნე ტიპების ნაწილი ციხეში გყავთ გამომწყვდეული, როცა მკვლელებს "შემაკავებელი ორდერებით" და "მეტი აღარ ქნა, იცოდე, ძმაოთი" მწვანეს უნთებთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაიხოცოს უმოწყალოდ.
წარმოუდგენელი ხელისუფლება გვყავს წარმოუდგენლად გადანაწილებული პრიორიტეტებით:
ნარკოტიკის 0, 000 გრამების დაანგარიშებაზე ხარჯავენ ისედაც პატარა ტვინის მთელ რესურსს და ის ერთხელ არ მოსვლიათ თავში, დამსხდარიყვნენ და ვინმეს ეთქვა, - მოდი, რამე ვქნათ რომ ხალხს ყელი არ გამოჭრან.
მაოგნებს უპასუხისმგებლობის, ფეხებზემკიდიაობის, უტვინობისა და უნიათობის ხარისხი.
Xala - არის ეგეთი ფილმი, Ousmane Sembèneს ნამუშევარი (სულ საქართველო მახსენდება, რომ ვუყურებ). "Xala" - ერექციულ დისფუნქციას, ანუ იმპოტენციას, ანუ უუნარობას ნიშნავს. საქართველოს მთავრობა | Government of Georgia არის იმპოტენტი მთავრობა."


როგორც ცნობილია, გუშინ თბილისში ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალს მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ყელი გამოჭრეს, წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ მკვლელობაში ბრალდებული მისივე მამინაცვალი ვეფხვია ბაქრაძე არის, რომელსაც როგორც გაირკვა, მანამდე შემაკავებელი ორდენი ჰქონდა გამოწერილი, რის მიხედვითაც მამინაცვალს ეკრძალებოდა რაიმე სახის კონტაქტი მოკლულის დედასთან.როგორც ცნობილი გახდა, დამნაშავეს კარი ახალგაზრდა ქალის მცირეწლოვანმა შვილებმა გაუღეს.

image

შსს ინფორმაციით 1993 წელს დაბადებული თ.გ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტზე უკვე დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა, მიმდინარეობს ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებები.აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.

1
1066
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1066
  
2018, 14 აპრილი, 18:38
ვეთანხმები ამჯერად, მეც მაგაზე ვწერდი, შემაკავებელი ორდენი -ფარატინა ქაღალდი, რომლის შისი უნდა ქონდეს ფსიქოპათებს?
0 1 1