საზოგადოება უპრეცედენტო პროექტი "ქართული არმია" საჯარო სკოლებში 2018, 13 აპრილი, 14:02 საქართელოს თავდაცვის სამინისტრომ განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად დაიწყო ფართომაშტაბიანი პროექტი "ჩვენი არმია". ამ პროექტის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურები 11-12-ე კლასელებს ლექციებს წაუკითხავენ სკოლებში.
"ამ პროექტის მიზანი არის გავაცნოთ ახალ თაობას რა ხდება შეიარაღებულ ძალებში, უნდა ვასწავლოთ როგორ ვიმუშაოთ სტრატეგიულ პარტნიორებთან უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, როგორც ქვეყნისთვის, ასევე თვითოეული მოქალაქისთვის" - აღნიშნავს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია.
მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიას
პროექტი ხორციელდება საპილოტე რეჟიმში და მოიცავს 150 სკოლას, მომავალი წლიდან იგეგმება ეს პროექტი განხორციელდეს ყველა საჯარო სკოლაში.
66 შეფასება არ არის
|