x
image
თორ ნიკე
მირონდენა ხატებიდან - რა ფენომენთან გვაქვს საქმე?!
ქალბატონი ნანა ანთიძის ოჯახში მამა პავლოვის სურათებს მირონი სდის



ფიქრობთ იმაზე, თუ რატომ სდის მირონი ხატებს, ნიკოლოზ მეორის ბიუსტებს და სხვა ნივთებს? სინამდვილეში, ყველაფერი არაა ისეთი მარტივი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს: ყველას გირჩევთ, წაიკითხოთ ალექსანდრე ნიკოლოვის წიგნი - "ოპიუმი ხალხისთვის - რელიგია, როგორც გლობალური ბიზნეს-პროექტი." ამ წიგნში არის ერთ-ერთი თავი - "სასწაულები და მათი გამოვლინებები." თქვენის ნებართვით, წარმოგიდგენთ ამ თავში მოცემულ მოკლე ნაწყვეტს:

"საინფორმაციო გამოშვებებში სამარცხვინო მოხსენება გაკეთდა იმის შესახებ, რომ თითქოს მოხდა ერთ რუსულ ტაძარში მოულოდნელი სასწაული - ხატი იცინოდა. მე ვიყავი გაოცებული, ვინაიდან ეს მართლაც სასწაულია. ის კი არაა სასწაული რომ ხატი იცინოდა, არამედ ის, რომ ამ სამარცხვინო აბსურდის დღემდე სჯერა ხალხს.

ძველ დროში პეტრე პირველმა გააფრთხილა მღვდლები, რომ თუ სადმე მირონდენა მოხდებოდა, ის აუცილებლად შემოწმდებოდა და თუ არმოჩნდებოდა ვინმეს მიერ გაყალბებული, მწარედ დაისჯებოდა იმ ტაძრის მღვდელი, სადაც ეს მოხდებოდა. ასევე გააფრთხილეს მრევლიც. და იცით რა მოხდა? ხატებმა რუსეთში დაუყოვნებლივ შეწყვიტა მირონდენა. როგორც აღმოჩნდა მღვდლები თავიანთ მრევლს ასულელებდნენ. ქრისტიანული სასწაულები, როგორც ხედავთ, სამხილებლად ძალიან ადვილია.


კათოლიკეებს აქვთ სამწუხარო და საზიანო რელიგიური გამოცდილება ფართომასშტაბიანი გაყალბებისა შუა საუკუნეებში. მე-16 საუკუნეში ცნობილი გახდა უმაღლესი რანგის საეკლესიო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც კათოლიკური ეკლესია აუქმებდა 90%-ს იმ მოვლენებისა, რომელიც იქამდე სასწაულად ასაღებდნენ. პროტესტანტები მაგალითად საერთოდ უარჰყოფენ სასწაულებს.

პეტრე დიდს ერთ მშვენიერ დღეს აცნობეს, რომ სანკტ-პეტერბურგში ხალხი შეშფოთებულიყო. ხმა გავარდნილიყო, რომ ღვთისმშობლის ხატმა სამების ტაძარში ტირილი დაიწყოო. ხალხი - ის ბავშვს ჰგავს, მას სჯერა თითქმის ყველაფერი. ასე რომ ასეთი შემთხვევების დროს გულწრფელი გულშემატკივარი უმალ ეკლესიაშია. ღონისძიების ორგანიზატორი სასულიერო პირები აცხადებდნენ, რომ ღვთისმშობლის ტირილი იყო ნიშანი იმისა, რომ ის უკმაყოფილო გახლდათ ახლად აშენებული ქალაქით - პეტერბურგით, ხოლო მეფე ანტიქრისტე გახლდათ. ეს განცხადებები უკვე საშიში ხდებოდა. აქედან გამომდინარე პეტრე, რომელსაც სხვა ბევრად უფრო დიდი სახელმწიფოებრივი პრობლემები ჰქონდა გადასაწყვეტი (ემზადებოდა მომავალი ომისთვის), დაუყოვნებლივ მიატოვა ყველა სხვა საქმე და პირადად მივიდა ეკლესიაში, სადაც ამბობდნენ, რომ სასწაული აღესრულებოდა. ხალხისგან განსხვავებით მეფემ იცოდა, რომ სასწაულები არ ხდება, პროვიკაციები კი ნამდვილად არსებობს. ტაძარში შესვლისას პეტრე დააკვირდა ხატს, შემდეგ კი უბრძანა, რომ ჩამოეხსნათ იგი კედლიდან. პეტრემ მოწმეების თვალწინ მღვდლებსვე დაძალებით გაახსნევინა ხატი და ჰოი საოცრებავ, მასში ორი პატარა ხვრელი აღმოჩნდა გაკეთებული. ღვთისმშობლის თვალის უპეებთან, რომლის უკანაც ერბო იყო ჩადებული. ერბო დადნა და უმცირესი ხვრელების მეშვეობით ნელ-ნელა ჩამოღვენთვა დაიწყო.

არსებობს სხვა გზაც, რომ მსგავსი რამ გამოიწვიო. ის მასალა, რომელზეც ხატი იწერება ნავთობით იჟღინთება. ამის შემდეგ მასზე ესმევა საღებავი, იწერება ხატი და თვალებთან ან იმ ნაწილიდან, საიდანაც გვინდა რომ წარმოდინდეს მომავალში სასწაულმოქმედი მირონი კეთდება ნემსით პატარა ხვრელი ან ხვრელები. მომდევნო პერიოდში სითბოსგან ხე იწყებს ზეთის ჟონვას იქიდან, სადაც აღმოაჩენს მცირედ გამოსაჟონს სწორედ ამ ხვრელების მეშვეობით.

და არა მხოლოდ ნავთობი გამოიყენება თუ უნდათ, რომ ღვთის სასწაული გაითამაშონ მაშინ წმინდანთა ხატებს რეალურ ცრემლებსაც უსვამენ და ისინი ნაკადის სახით ჩამოედინება. ასევე იყენებენ ამისთვის მაგალითად მიროს. მირო არის მცენარეული ზეთი, რომელიც მზადდება მცენარეებით. ასეთ ბალზამის ზეთს ჯყიდიან კერძებისთვის კეთილსუნნელების მისანიჭებლად. ანალოგიური პროდუქტი ასევე გამოიყენება ტაძარში სასიამოვნო სუნის შესაქმნელად "ჯადოსნური" რიტუალების შესრულებისას.

კიდევ კარგი, რომ ყველა იერარქი არაა მატყუარა და ხალხის მოტყუება, მით უმეტეს ასეთი თემებით, უხამს და დაუშვებელ საქციელად მიაჩნიათ. 2001 წელს "ნეზავისიამაია გაზეტამ" გამოაქვეყნა ინტერვიუ ნოვგოროდის მიტროპოლიტ ნიკოლაი კუტუპოსთან, სადაც მან შემდეგი ამბავი მოგვითხრო: "ჩვენ გვყავს მრევლი ბოგოროვსკის რაიონში. მოულოდნელად იქ ხმაური ატყდა - 68 ხატს მირონი სდისო. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს სინდისი და ასეთი ტყუილი არ შეიძლება. სწრაფად შეიქმნა კომისია, ყველა ხატი გაიწმინდა, შემოწმდა რაიმე ხომ არ იყო მათში, გაწმენდის შემდეგ ტაძარი დალუქული და დახურული იქნა და თუი მართლაც სასწაულს ჰქონდა ადგილი და არ ხდებოდა ამ ხატებზე დრო და დრო ხელოვნურად რაიმე ნივთიერებათა წასმა, მაშინ ეს სასწაული გაგრძელდებოდა და ყველა ამას ვაღიარებდით. ტაძარი ერთი კვირა იდგა ასე დალუქული, შემდეგ გავხსენით და ვნახეთ, რომ ერთი წვეთიც კი არ იყო გადმოსული ხატებიდან."

როგორც ჩანს არსებობენ ასეთი განათლებული სასულიერო პირებიც, რომლებიც აუცილებლად მიიჩნევენ, რომ თავიანთი გამყალბებელი კოლეგების ტყუილები ამხილონ.

ქრისტიანობის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ფანატიკოსებს სჯეროდათ წმინდა საფენების, რომლებშიც თითქოს იესო ქრისტე იყო გახვეული დაბადების შემდგომ. ისინი მე-20 საუკუნის დასაწყისში გერმანიის ქალაქ აჩენის მთავარ საკათედრო ტაძარში იყო გამოფენილი. ასევე გამოფენილი იყო იესოს აკვანი. იესოს ერთი აკვანი იყო გამოფენილი იტალიაში და მეორე ისრაელში. შეთანხმებულიყვნან მაინც და მხოლოდ ერთი მათგანი აერჩიათ, ასე ხომ ნათელი ხდებოდა, რომ მინიმუმ ერთ-ერთი მათგანი მაინც ყალბი იყო. და თუნდაც თივა.. შუა საუკუნეების ევროპაში მრავალი მონასტერი მრევსლ აჩვენებდა თივას, რომელიც თითქოს იმ თივის ზვინის ნაწილი იყო, რომელზეც ჩვილი იესო შვა მარიამმა.

ფრანგი ბერები რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ვაჭრობდნენ იესოს ცრემლებით, რომელიც სახარების მიხედვით მაშინ წამოუვიდა, როცა ლაზარეს გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს. ხალხი იმასაც კი ვერ ფიქრობდა თუ ვის შეიძლებოდა იმ დროში იესოს სახიდან სინჯარაში მოეთავსებინა მისი ცრემლები. ასევე დიდი ხნის განმავლობაში გენოაში ინახებოდა ვირის კუდი, სასულიერო პირები აცხადებდნენ, რომ ეს კუდი ეკუთვნოდა იმ ჩოჩორს, რომელზე მახედრებულიც იესო შევიდა იერუსალიმში.





ავტორი: თორნიკე ფხალაძე


4
1316
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1316
  
2019, 27 თებერვალი, 10:34
სასწაულები ნამდვილად ხდება. ბეტონის კედელზე დაკიდებული ხატიდან სამთავროში ხატს სისხლი წამოუვიდა მოულოდნელად. რამაც ძალიან შეაშინა ექსკურსანტი ბავშვი
2018, 12 აპრილი, 17:25
კომენტარები სად გაქრა? შეტყობინება მქონდა კომენტარის თაობაზე და შემოვედი, არაფერი დამხვდა.
2018, 12 აპრილი, 16:38
რა სირცხვილია... :(
0 1 4