საზოგადოება თბილისის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა 2018, 12 აპრილი, 0:27 . თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საპატრულო პოლიცია და გამნაღმელები იყვნენ მობილიზებული. თვითმხილველების მტკიცებით, პოლიციამ შენობიდან მგზავრებისა და თანამშრომლების ევაკუაცია მოახდინა. ადგილზე შეინიშნებოდა მცირე პანიკა.
.
როგორც შსს-ს პრესსსამსახურში ჟურნალისტებს განუცხადეს "აეროპორტის ტერიტორიაზე მიტოვებული ჩანთა აღმოაჩინეს. როგორც გაირკვა საეჭვო ჩანთა ტურისტს შემთხვევით დარჩა, აჟიოტაჟიც ამან გამოიწვია".
.
„აეროპორტში საპატრულო პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებული არიან გამნაღმველებიც. გზა გადაკეტილია, . სპეცრაზმი სრულ აღჭურვილობაშია. პერსონალი ევაკუირებულია შენობიდან!!!!“ - წერს ერთერთი თვითმხილველი სოციალურ ქსელში.
.
96 შეფასება არ არის
|