საზოგადოებრივი მე-4 საუკუნის მსოფლიოში მომხდარი ომების სრული სია 2018, 11 აპრილი, 11:06 306 - 324 წწ. - ტეტრარქიის სამოქალაქო ომები. გაიმარჯვეს კონსტანტინე პირველის რეგიონებმა. 306 - 312 წწ. - კონსტანტინეს და მაქსენტიუსის ომი (ტეტრარქიის სამოქალაქო ომების ნაწილი). კონსტანტინე პირველის ლეგიონებმა დაამარცხეს მაქსენტიუსის ლეგიონები. 313 წ. - ლიცინიუსის და მაქსიმინუს დაიას ომი (ტეტრარქიის სამოქალაქო ომების ნაწილი). ლიცინიუსის ლეგიონებმა დაამარცხეს მაქსიმინუს დაიას ლეგიონები. 314 (ან 316) - 324 წწ. - კონსტანტინეს და ლიცინიუსის ომები (ტეტრარქიის სამოქალაქო ომების ნაწილი). კონსტანტინეს ლეგიონებმა დაამარცხეს ლიცინიუსის და მარტინიანუსის ლეგიონები. 351 - 352 წწ. - ებრაელების აჯანყება კონსტანტიუს გალუსის წინააღმდეგ. აღმოსავლეთ რომის იმპერიამ დაამარცხა აჯანყებული ებრაელები. 367 წ. - დიდი შეთქმულება. რომის იმპერიამ დაამარცხა პიკტები, სკოტები, ატაკოტები, საქსონები, ფრანკები და რომაელი დეზერტირები. 376 - 382 წწ. - გოთიკური ომები. აღმოსავლეთ რომის იმპერიამ დაამარხა ოსტგოთები და ფრანკები. 378 წ. - თანუხის აჯანყება რომის წინააღმდეგ. თანუხიდებმა დაამარცხეს აღმოსავლეთ რომის იმპერია. 378 - 379 წწ. - საიაჯ კაკის ლაშქრობები. თეოტიუაკანმა დაამარცხა ვაკა, ტიკალი, უაქსაკტუნი, ბეიუკალი და ელ ზოცი. 383 წ. - ფეის მდინარის ბრძოლა. აღმოსავლეთ ჯინის დინასტიამ დაამარცხა ყოფილი ქინი. 395 - 410 წწ. - ალარიხ პირველის ლაშქრობები. 395 - 397 წწ. - ვისიგოთების ლაშქრობა საბერძნეთში. (ალარიხ პირველის ლაშქრობების ნაწილი). 398 წ. - სტილიხონის პიქტური ომი. დასავლეთ რომის იმპერიამ დაამარცხა პიქტები, საქსონები და სკოტები. 398 წ. - გილდონური აჯანყება. დასავლეთ რომის იმპერიამ დაამარცხა გილდოს ჯარები. ავტორი: თორნიკე ფხალაძე 103 2-ს მოსწონს
|