სხვა ამ პროდუქტის მიღება ზრდის კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნით დაავადების რისკს 2018, 13 აპრილი, 10:24 კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეასი) კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნის სახეობაა, სტატისტიკურად ყველაზე მეტი რაოდენობის ფატალური შედეგით. სამწუხაროდ პაციენტების 94%, რომელთაც კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს დიაგნოზს უსვამენ, 5 წლის მანძილზე იღუპება, და მხოლოდ 8% ცოცხლობს 5 წელზე მეტს. ავადმყოფების 74% იღუპება დიაგნოზის დამტკიცებიდან ერთი წლის მანძილზე. სწრაფად პროგრესირდება, და როგორც წესი, მისი გამოვლენა ადრეულ სტადიაზე ვერ ხერხდება. რის შედეგადაც ხშირად სამწუხარო დასასრული დგება. მუცლის ტკივილი ზურგის მხარეს, წონის მკვეთრი კლება, კანისა და თვალების სიყვითლე, უმადობა, გულის რევის შეგრძნება, დიაბეტი და სისხლის კოლტების წარმოქმნა ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია.
რისკ ფაქტორები: სიგარეტი, ასაკი, დიაბეტი, ჭარბი წონა და გენეტიკა. ბრიტანულმა ჟურნალმა გამოაქვეყნა 11 კლინიკური ექსპერიმენტის და კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნით დაავადებული 6643 პაციენტის კვლევის შედეგები –ეძებდნენ კავშირს გადამუშავებულ ხორცს (ბეკონი, ძეხვი და ა.შ.) და სიმსივნეს შორის: გადამუშავებული ხორცის ყოველი გრამი, რომელსაც ადამიანი ყოველდღიურად იღებს (მაგალითად, ორი ნაჭერი ძეხვი ან ბეკონი) რისკს 19%-ით ზრდის. დღეში 150 გრამის მიღება კი – 57%-ით. ერთ-ერთი კვლევის ხელმძღვანელის, პროფესორ სუზან ლარსონის თქმით, აუცილებელია, ადამიანებს ესმოდეთ, რომ ასეთ შემთხვევაში კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკი სერიოზულად იზრდება. სიმსივნის კვლევის მსოფლიო ფონდი (WCRF) გირჩევთ არ მიიღოთ გადამუშავებული ხორცი! ძეხვი, სოსისი, შაშხი, ლორი, ჰოთ დოგი შეიცავს ნიტრატებსა და ნიტრიტებს, რომლებიც ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით მოხვედრისას მავნე ნივთიერებებად გარდაიქმნება. ის დიდ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას და შეუძლია ონკოდაავადებების პროვოცირება. ამასთან, სიგარეტი პანკრეასის სიმსივნის განვითარების რისკს 74%-ით ზრდის და როგორც სამეცნიერო კვლევები ამტკიცებს, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკ-ფაქტორია. ასევე დაგაინტერესებთ: რა მოხდება, თუ ადამიანები ხორცის ჭამაზე უარს იტყვიან ტუტოვანი დიეტა ორგანიზმში სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებს – პროფესორი კოლინ კემფბელი კიბოს პრევენცია შესაძლებელია, თუ ყოველდღიური რაციონიდან ერთ პროდუქტს ამოიღებთ როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ – მეცნიერთა 5 რჩევა იყო ჯანმრთელი წამლების გარეშე – ეს შესაძლებელია! უახლესმა სამედიცინო კვლევებმა 7 პროდუქტი გამოავლინა, რომელიც კიბოს უჯრედებს ანადგურებს რატომ და როგორ უნდა დავლიოთ სოდა – ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი პროდუქტი 25 საუკეთესო ტუტე რეაქციის მქონე პროდუქტი – მიირთვით, რათა თავი დაიცვათ სიმსუქნის, კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან 417 9-ს მოსწონს
|