საზოგადოება „იმერული ესკიზები“ ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის სახლშია გადაღებული 2018, 10 აპრილი, 22:14
.
ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ფეისბუქზე აქამდე უცნობი ფაქტის შესახებ წერს. როგორც აღმოჩნდა სახლი, რომელშიც ყველასთვის ცნობილი ქართული ფილმი „იმერული ესკიზებია“ გადაღებული მის ოჯახს ეკუთვნის.
.
„იმერეთი ჩემი კუთხეა. ხონში, ამ სახლში საუკეთესო წლები მაქვს გატარებული და ბავშვობის ბევრი სასიამოვნო მოგონება სწორედ ამ ეზოს, ამ სახლს უკავშირდება, რომელიც 150 წლის არის.
.
ეს სწორედ ის სახლია, სადაც ყველასათვის საყვარელი ფილმი, "იმერული ესკიზებია" გადაღებული. ჩემი ბავშვობაც ამ ფილმივით ტკბილი და მოუსვენარი იყო.“- წერს მამუკა ბახტაძე.
.
116 შეფასება არ არის
|