სისხლის სამართალი ჩინელი "ჯეკი-მფატრავი" 11 ქალის მკვლელობის გამო სიკვდილით დასაჯეს 2018, 4 აპრილი, 18:24 ჩინელ "ჯეკი-მფატრავს" სასამართლომ სასჯელის უმაღლესი ზომა, სიკვდილი მიუსაჯა 11 ქალის გაუპატიურების და მკვლელობის გამო.
54 წლის გაო ჩენიუნი 2016 წლის აგვისტოში აიყვანეს საკუთარ სასურსათო მაღაზიაში, მანამდე მისი ბიძა წვრილმანი დანაშაულისთვის დააკავეს, დნმ-ს ანალიზის აღების შემდეგ ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ დაკავებული მამაკაცის გენეტიკული კოდი ძალზე ახლოს იყო ქალის მკვლელთან, რომელსაც სამართალდამცავები ეძებდნენ, ექსპერტიზა ჩაუტარდა მის ყველა უახლოეს ნათესავს, რის შემდეგაც გაო ჩენიუნი დააკავეს.
მამაკაცმა 11 ქალის მკვლელობა აღიარა, მათგან ყველაზე უმცროსი 8 წლის იყო, დანაშაულები მან 1988 -დან 2002-წლამდე ჩაიდინა, სერიულ მანიაკს 28 წლის განმავლობაში ეძებდნენ. 2018 წლის 30 მარტს ბაინის ოლქის სასამართლომ(პროვინცია განსუ)სერიულ მანიაკს-მკვლელს სიკვდილი მიუსაჯა, ადგილობრივებმა მას "ჩინელი ჯეკი-მფატრავი" შეარქვეს, იმის გათვალისწინებით, თუ რა მეთოდით კლავდა მსხვერპლს.
160 4-ს მოსწონს
|