განათლება "ბიბლუსი" მარტის თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების 10–ეულს აქვეყნებს 2018, 4 აპრილი, 10:11 ათეულის საპატიო პირველ ადგილს უკვე მეოთხე თვეა დებიუტანტი ქართველი მწერალი თათულიღვინიანიძე და მისი რომანი "აღიარება ხელისგულზე" იკავებს. აღნიშნულმა რომანმა რამდენიმე თვის წინსახალხო კონკურსში "გახდი ბესტსელერის ავტორი" გაიმარჯვა და მკითხველის აღიარება მალევე მოიპოვა. მეორე ადგილზე კვლავ თანამედროვე თურქი მწერალის ელიფ შაფაქის ცნობილი რომანი - "სიყვარულის40 წესი" გავიდა. უკვე რამდენიმე თვეა, რაც აღნიშნული წიგნი ყველაზე გაყიდვად სამეულში ხვდება. მესამე პოზიციას კი რ.ჯ. პალაციოს წიგნი „საოცრება“ იკავებს, რომელიც ამასთანავე ნიუ-იორკ ტაიმსის #1 ბესტსელერიცაა. რაც შეეხება საბავშვო ლიტერატურას, ტოპ ათეულში დიდი წილი კვლავ შემეცნებით წიგნებზე მოიდის "ბიბლუსი" ყოველთვიურად შემოგთავაზებათ ტოპ ათეულს მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში. ტოპ 10 მხატვრული ლიტერატურა 1.თათული ღვინიანიძის "აღიარება ხელისგულზე" 2. ელიფ შაფაქის "სიყვარულის 40 წესი" 3. რ.ჯ. პალაციოს „საოცრება“ 4. ერიხ მარია რემარკის "ნასესხები სიცოცხლე" 5. დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“ 6. თემურ ბაბლუანის „მზე, მთვარე და პურის ყანა“ 7. ჯოან როულინგის "ფილოსოფიური ქვა" 8. ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას“ 9. მარკუს ზუზაკის „წიგნის ქურდი“ 10. სოფიკო არდიას „გროსმაისტერი“ ტოპ 10 საბავშვო წიგნი 100 3-ს მოსწონს
|