განათლება "ონავრების რუკა" მაგლებისთვის- როგორ ვმართოთ სამუშაო გრაფიკი მარტივად და ჯადოსნურად 2018, 13 დეკემბერი, 15:56 გიოცნებიათ, ოდესმე რაიმე მაგიური ძალა გქონოდათ? ერთი ხელის აქნევით გაგეღვიძებინათ თქვენი ყველაზე საოცნებო შეგრძნებები, ან გაგეჩინათ საგნები, რომლებსაც ისურვებდით? იქნებ დამხმარე ელფზე გიოცნებიათ, რომელიც თქვენი ყოველდღიური რუტინის დალაგებაში მიიღებდა მონაწილეობას? სამწუხაროდ, ჩვენთან მაგლების სამყაროში არც ისე მარტივია მართო საკუთარი სურვილები და შესაძლებლობებად აქციო ისინი. ჩვენ არ გვაქვს ჯადოსნური ჯოხი, რომლის ერთი აქნევითაც ყველა სასურველ პრობლემას მოვაგვარებდით. არც ჯადოსნური ელფები გვეხმარებიან ყოველდღიური რუტინის დალაგებაში. მართალია ეს მაგლების ხვედრია და არა მაგების. თუმცა რა იცი, იქნებ მაგლების სამყაროშიც არის შესაძლებელი ამ ყველაფრის გახალისება? იქნებ ამ სამყაროშიც მოიძებნება რაიმე საგანი, მაგლებისთვის განკუთვნილი „ონავრების რუკის“ მსგავსი, რომელიც პატარ-პატარა მინიშნებებით დაგეხმარება უფრო ხალისით და მეტი მოტივაციით შეასრულო შენი საქმე? მაშ ასე, მაგლებო, Aparecium! სპეციალურად ჩვენთვის მაგების სამყაროდან გამოგზავნილი ბლოკნოტები უკვე ხელმისაწვდომია „ბიბლუსის“ ქსელში. ბლოკნოტი შექმნილია იმისთვის, რომ ყველა მაგლს დაეხმაროს, მარტივად მართოს თავისი დღის კალენდარი და ამასთან, ცოტა მეტი ჯადოსნობა და სიხალისე შეიტანოს მათ ცხოვრებაში. ბლოკნოტს თან მოყვება თემატური სტიკერები და „ონავრების რუკა“, რომელიც დაფარულის გამჟღავნებაში და სასურველი გზების მოძებნაში დაეხმარება მფლობელს. ბლოკნოტი Moleskine-ს ლიმიტირებული გამოცემაა, ასე რომ, თუ გინდა შენც გქონდეს უნიკალური შანსი გახდე მაგების სამყაროს წევრი, ნამდვილად უნდა იჩქარო მისი შეძენა. ამისათვის „ბიბლუსის“ მაღაზიაში მისვლაც კი არ გჭირდება.. კითხვის გაგრძელება > > > 27 5-ს მოსწონს
|