ისტორია რა მოხდა მეორე მსოფლიო ომის დროს კუნძულ რამრიზე?-ეს ფაქტი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა 2018, 1 აპრილი, 22:42 1945 წლის 19 თებერვალს, მეორე მსოფლიო ომის დროს, ბირმის კამპანიის მიმდინარეობისას, მოხდა დაუჯერებელი და საშინელი ფაქტი: კუნძულ რამრიზე ბრძოლის დროს იაპონელ ჯარისკაცებს თავს დაესხნენ „ქედიანი“ ნიანგები. ოპერაცია „მატადორი“ კუნძულ რამრიზე 14 იანვარს დაიწყო. ბრიტანული არმიის ზეწოლის შედეგად იაპონელ ჯარისკაცებს თანდათან კუნძულის სიღრმისკენ უხდებოდათ უკანდახევა. 17 თებერვალს საბრძოლო მოქმედებები შეწყდა და იაპონლებმა კუნძულის სამხრეთისკენ გადაინაცვლეს. გზად ჭაობი უნდა გაევლოთ. ბრიტანელები აღარ უტევდნენ მტერს, რადგანაც არ ჰქონდათ ჭაობიან ადგილებში ბრძოლისათვის საკმარისი აღჭურვილობა, ამიტომაც მხოლოდ შორიახლო მიჰყვებოდნენ იაპონლებს, თუმცა ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ბრიტანელებმა სპეციალურად შეუშვეს იაპონლები ჭაობებში. იაპონლებს ურთულესი გზის გადალახვა და გველებთან, მორიელებთან და კოღოებთან გამკლავება უწევდათ, თუმცა ყველაზე საშინელი რამ წინ ელოდათ: 19 თებერვლის ღამეს იაპონელ ჯარისკაცებს „ქედიანმა“ ნიანგებმა შეუტიეს. უნდა აღინიშნოს, რომ ნიანგების ეს სახეობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი და აგრესიულია, მათი ზოგიერთი წარმომადგენელი სიგრძეში 7 მეტრამდე იზრდება, წონა კი 2 ტონამდე აღწევს. ჭაობში შესული იაპონელი ჯარისკაცების რიცხვი 1000-მდე იყო, იმ საშინელ ღამეს 22 ჯარისკაცი და 3 ოფიცერი გადაურჩა, დანარჩენები ნიანგებმა შეჭამეს. ეს შემთხვევა გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც „უდიდესი უბედურება, რომელიც დაკავშირებულია ნიანგებთან მთელ მსოფლიოში“ და „ყველაზე მრავალრიცხოვანი მსხვერპლი ნიანგების თავდასხმის შედეგად“ 1289 4-ს მოსწონს
|