სასარგებლო პროდუქტები როგორ მოვამზადოთ ბუნებრივი საღებავი სახლის პირობებში და როგორ შევღებოთ სააღდგომო კვერცხები 2018, 1 აპრილი, 10:47 ენდროს ძირებს კარგად გავრეცხავთ და დავნაყავთ ფილთა ქვის დახმარებით. დაახლოებით ორი-სამი კონა დაგჭირდებათ. ვადუღებთ ნახევარი საათის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე. შემდეგ გადმოვდგავთ და გავაცივებთ. ამ საღებავს არანაირი დანამატი არ სჭირდება . გაციებულ სითხეს დავდგავთ ისევ ცეცხლზე და ჩავაწყობთ კვერცხებს იმდენს რამდენსაც დაიტევს და ავადუღებთ ჩვეულებრივად რამდენი ხანიც სჭირდება კვერცხს მოსახარშად(7-10 წუთი) მოხარშულ კვერცხებს ცივ წყალს გადავავლებთ და როცა გაცივდება ზეთიან ტილოს გადავუსმევთ. კვერცხი გამოდის მუქი და პრიალა. 167 შეფასება არ არის
|