შესანახი პროდუქტები მწვანე წიწაკა ზეთით 2018, 1 აპრილი, 9:30 მოსამზადებლად დაგჭირდებათ: წიწაკა 10 კგ, ძმარი 2ლიტრი, ზეთი 1ლიტრი, შაქარი 1ჭიქა. მარილი და ნიორი ნახევარ-ნახევარი ჭიქა. მარილი, ნიორი, ძმარი, ზეთი და შაქარი ჩავასხათ ქვაბში და წამოვადუღოთ. თანდათან ჩავყაროთ წიწაკა სანამ არ გაყვითლდება, მერე ამოვიღოთ და გავშალოთ სინზე. ნიორი ნიახური და ოხრახუში დავჭრათ წვრილად და აურიოთ ზეთში და ძმარში, შემდეგ ყველაფერს აურევთ წიწაკასთან ერთად. ემალის ჭურჭელში რამდენიმე დღე გავაჩერებთ და ჩავდებთ ბანკებში შესანახად. 377 შეფასება არ არის
|