წვნიანი კერძები როგორ მოვამზადოთ აჭარული წვნიანი?-იხილეთ რეცეპტი 2018, 31 მარტი, 8:33 მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 2კგ ხორცი, 0, 5კგ ხახვი, 1ჩ/ჭ ნიგოზი, 3ს/კ ზაფრანა, 3-4თავი ნიორი, მარილი და პილპილი გემოვნებით. ხორცი დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებათ, დავასხათ წყალი ისე, რომ ფარავდეს და ვადუღოთ. ნახევრად მოხარშულ ხორცს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, წვრილად დანაყული ნიგოზი შეზავებული ზაფრანით, შავი პილპილით, ხმელი ქინძით და მარილით. ქურიდან რომ გადმოვდგავთ დავაყაროთ დანაყული ნიორი. 1044 1-ს მოსწონს
|