საზოგადოება ბაქოში ვულკანი ამოიფრქვა, ცეცხლის სვეტი 150 მეტრამდე ავიდა 2018, 30 მარტი, 23:31 ბაქოში, გარადაღის რაიონში მოხდა ტალახიანი ვულკანის ამოფრქვევა.აირონტოკანის ვულკანის ამოფრქვევა დაახლოებით 7 წუთს გაგრძელდა, რომელსაც ახლდა 150 მეტრის ცეცხლის სვეტი.- წერს ქვეყნის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პრესსამსახური.
ვულკანური ამოფრქვევის ნარჩენები გავრცელდა დაახლოებით ორი ჰექტარის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისი სისქე 0, 3 -1, 2 მეტრია.ვულკანის მიმდებარედ დასახლება არ არის.
ვულკანის პირველი ამოფრქვევა მოხდა 1964 წელს, ხოლო ბოლო ამოფრქვევა დაფიქსირდა 2008 წელს.
349 1-ს მოსწონს
|