x
image
თორ ნიკე
ძვ.წ. მე-4 საუკუნის მსოფლიოში მომხდარი ომების სრული სია
ძვ.წ. 395 - 387 წწ. - კორინთული ომი. კორინთი, ათენი, არგოსი, თებე, სპარსეთის იმპერია და სხვა მოკავშირეები დაუპირსპირდნენ სპარტას და პელოპონესის ლიგის გაერთიანებულ არმიას და სძლიეს მათ.


კორინთული ომი




ძვ.წ. 387 წ. - ალიას ბრძოლა (ომი). გალები დაუპირისპირდნენ რომის რესპუბლიკის არმიას და სძლიეს მათ.


ალიას ბრძოლა





ძვ.წ. 385 წ. - არტაქსერქსე მეორეს კადუსიანური კამპანია. კადუსი დაუპირისპირდა სპარსეთის იმპერიას და დაამარცხა.


არტაქსერქსეს კადუსიანური კამპანია




ძვ.წ. 378 - 372 წწ. - ბეოთიანური ომი. თებეს და ათენის კოალიციამ დაამარცხა სპარტას არმია.


ბეოთიანური ომი




ძვ.წ. 372 - 362 წწ. - სატრაპების აჯანყება. აქემენიდური იმპერია ამარცხებს აჯანყებულ სატრაპებს.


სატრაპების აჯანყება




ძვ.წ. 371 წ. - სპარტას პირველი აჯანყება ბეოთიანური ლიგის წინააღმდეგ, სადაც ბეოთიანურმა ლიგამ დაამარცხა სპარტას არმია.


სპარტას პირველი აჯანყება ბეოთიანური ლიგის წინააღმდეგ




ძვ.წ. 362 წ. - სპარტას მეორე აჯანყება ბეოთიანური ლიგის წინააღმდეგ.


სპარტას მეორე აჯანყება ბეოთიანური ლიგის წინააღმდეგ




ძვ.წ. 358 - 336 წწ. - მაკედონიის აღზევების ომები.


მაკედონელი ჯარიკაცი




ძვ.წ. 357 - 355 წწ. - სოციალური ომი. ხიოსის, როდოსის, კოსის და ბიზანტიონის კოალიციამ დაამარცხა მეორე ათენური იმპერია.


სოციალური ომი





ძვ.წ. 356 - 346 წწ. - მესამე წმინდა ომი. ამპიქტიონურმა ლიგამ დაამარცხა ფოკისის, ფერეს, ათენის და სპარტას კოალიცია.


ბერძენი ჰოპლიტი




ძვ.წ. 343 - 341 წწ. - პირველი სამნიტური ომი. რომის რესპუბლიკის, სიდიჩინის და კამპანიელების გაერთიანებულმა არმიამ დაამარცხა სამნიტები.


პირველი სამნიტური ომი





ძვ.წ. 340 - 338 წწ. - ლათინური ომი. რომის რესპუბლიკის და სამნიტების არმიამ სძლია ლათინური ლიგის, კამპანიელების, ვოლკის, სიდიჩინის და აურუნჩის კოალიციას.


ლათინური ომი




ძვ.წ. 339 - 338 წწ. - ფილიპე მეორეს კამპანია საბერძნეთში. მეოთხე წმინდა ომი. ამ ომში მაკედონიის არმია დაუპირისპირდა კოალიციას რომელიც, აერთიანებდა ათენის, თებეს, კორინთის, მეგარას, აქეას, კალხის, ეპიდაურუსის და ტრეზენის არმიას. მაკედონიამ გამარჯვება მოიპოვა.


ფილიპე II მაკედონელი




ძვ.წ. 327 - 304 წწ. - მეორე სამნიტური ომი. ამ ომში რომის იმპერიის და ვოლკების კოალიცია დაუპირისპირდა სამნიტების, სიდიჩინის, აურუნჩის, აუსონის და ვესტინის გაერთიანებულ ჯარებს და სძლია მათ.


მეორე სამნიტური ომი. ეტრუსკი ჯარისკაცები




ძვ.წ. 334 - 323 წწ. - ალექსანდრე დიდის ომები. ამ ომებში მაკედონიამ სძლია სპარსეთის იმპერიას, ფაურავასს, ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებს, თრაკიას, გეტეს და სოგდიანას.


ალექსანდრე მაკედონელი




ძვ.წ. 332 - 331 წწ. - მაკედონური წესრიგის წინააღმდეგ აჯანყება. მაკედონია დაუპირისპირდა სპარტასა და თრაკიული ტომების გაერთიანებულ აჯანყებულ ძალებს და სძლია მათ.


თრაკიელი ჰოპლიტი




ძვ.წ. 323 - 322 წწ. - ლამიური ომი. მაკედონიის არმიამ სძლია ათენის, ეტოლიური ლიგის, აქეანური ლიგის, არკადიელების და კორინთელების კოალიციას.


ლამიური ომი




ძვ.წ. 321 - 320 წწ. - ნანდას იმპერიის დაპყრობა მაურიის იმპერიის მიერ.


ნანდას იმპერიის ინდოელი ჯარიკაცები





ძვ.წ. 315 - 307 წწ. - მესამე სიცილიური კამპანია.


სიცილიური ომები




ძვ.წ. 312 წ. - ანტაგონიდ-ნაბატეველების კონფრონტაციები (დიადოხური ომების ნაწილი). ნაბატეველების სამეფო დაუპირისპირდა ანტიგონიდების დინასტიას და სძლია მათ ჯარებს.


დიადოხური ომები




ძვ.წ. 311 - 309 წწ. - ბაბილონური ომი (დიადოხური ომების ნაწილი). როდოსი, პტოლემაიების სამეფო და სელევკიდების იმპერიის კოალიცია დაუპირისპირდა ანტიგონიდების დინასტიის არმიას და სძლია მას.


დიადოხური ომები




ძვ.წ. ძვ.წ. 305 - 304 წწ. - როდოსის აჯანყება (დიადოხური ომების ნაწილი). როდოსის, პტოლემაიების სამეფოს და სელევკიდების იმპერიის ჯარები დაუპირისპირდნენ ანტაგონიდების დინასტიას და სძლიეს მას.


დიადოხური ომები





ძვ.წ. 305 - 303 წწ. - სელევკიდ-მაურიას ომი. მაურიას იმპერიის ჯარებმა დაამარცხა სელევკიდების იმპერია.


სელევკიდ-მაურიის ომი



ძვ.წ. 300 წ. - გოჯოსეონ-იანის ომი. იანმა დაამარცხა გოჯოსეონი.


გოჯოსეონის მეომარი








ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
145
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
145
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0