მოგზაურობა ამერიკელი მოდელი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და თან შიშველ ფოტოებს აქვეყნებს 2018, 30 მარტი, 18:41 მოდელი და პოკერის პროფესიონალი მოთამაშე სარა ჯინ ანდერვუდი( Sara Jean Underwood) ჯერ აშშ-ში, შემდეგ კი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს, სადაც ყველა ღირშესანიშნავ ადგილზე მაცდუნებელ, პროვოკაციულ სურათებს იღებს, მთლად დედიშობილა ან ნახევრად შიშველი.შესაბამისად იგი ფოტოებს შემდგომ Instagram-ზე აქვეყნებს.
თუმცა როგორც გაირკვა, გოგონა კარგი კადრისთვის თავს საფრთხეში იგდებს;მაგალითად იელოსტოუნში არის ადგილები, რომელიც სახიფათოა ტურისტებისათვის, რადგან ცხელი მჟავიანი წყაროებით არის სავსე, ზოგიერთთან სარა ძალზე ახლო პოზირებს. ოფიციალურად მოდელისთვის ბრალი არ წაუყენებიათ ტურისტებისთვის დახურულ ზონაში შესვლის გამო, თუმცა ხელისუფლება ყველას აფრთხილებს, რომ პარკის ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია და პირველ რიგში საკუთარ უსაფრთხოებაზე უნდა იფიქრო და არა იდეალურ კადრზე. მოდელი მსახიობი და პროფესიონალი პოკერის მოთამაშე სარა ანდერვუდი დაიბადა 1984 წლის 26 მარტს პორტლენდში, 2005 და 20006 წელს ორჯერ იყო Playboy-ის თვის გოგო, ითამაშა რამდენიმე ფილმში, მათ შორის განსაკუთრებით პოპულარობა მოუტანა ფილმმა "ძალიან ეპიკური კინო"(2007) ასევე დაგაინტერესებთ172 3-ს მოსწონს
|