პროზა 14 საინტერესო ფაქტი ცნობილი წიგნების შესახებ 2018, 29 მარტი, 20:29
ყველა დიდებული წიგნი უთქმელ საიდუმლოს ან დიდებულ ისტორიას ინახავს.
თუ მათ შესახებ არ გსმენიათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისტორიები არ არსებობს.
სტატიაში რამდენიმე საიდუმლოს გაგიზიარებთ 14 ცნობილი წიგნის შესახებ. წიგნის მოყვარულებო, ისიამოვნეთ!
1. თუ ფიქრობთ, რომ დეტექტიური მოთხრობების კითხვა პრაქტიკულ ცოდნას არ გაძლევთ, მაშინ აგატა კრისტის "ვილა თეთრი ცხენი" საპირისპიროს დაგიმტკიცებთ. წიგნში აღწერილმა თალიუმით მოწამვლამ ავტორის მიერ, რომელიც თავად მუშაობდა საავადმყოფოში და შემდეგ - აფთიაქში, ნამდვილად იხსნა ადამიანების სიცოცხლე. 1997 წელს გოგონა ლონდონის საავადმყოფოში უცნობი დაავადებით იტანჯებოდა, ექიმები კი ვერ ხვდებოდნენ, რა სჭირდა. ერთმა ექთანმა, რომელიც დეტექტიური წიგნების დიდი მოყვარული იყო, გააცნობიერა, რომ პაციენტის სიმპტომები აგატა კრისტის წიგნში აღწერილ თალიუმით მოწამვლის სიმპტომებს ემთხვეოდა. საბოლოოდ, ექიმებმა გოგონას სიცოცხლე გადაარჩინეს. 2. მიჩნეულია, რომ ცნობილი წიგნის "451 გრადუსი ფარენჰაიტით" სახელი იქიდან მომდინარეობს, რომ ქაღალდი 451 გრადუს ფარენჰაიტზე იწვება. სიმართლე ისაა, რომ ქაღალდი მართლაც 451 გრადუსზე იწვება, მაგრამ ცელსიუსის სკალით და არა - ფარენჰაიტის. მოგვიანებით ავტორმა აღიარა, რომ ფარენჰაიტისა და ცელსიუსის ერთმანეთში არევა გულწრფელი შეცდომა იყო, რომელიც ცეცხლის დაცვის სპეციალისტმა დაუშვა, ვისთანაც რეი ბრედბერი გადიოდა კონსულტაციას წიგნის სახელის შესარჩევად. 3. ჯორჯ ორუელის ნოველაში "1984" მეშვიდე თავში გამოყენებულია ფრაზა "ორს მივუმატოთ ორი უდრის ხუთს". მიიჩნევენ, რომ ამ ფრაზის იდეა მომდინარეობს საბჭოთა კავშირის განზრახვიდან, შეესრულებინათ 5-წლიანი ეკონომიკური გეგმა მხოლოდ 4 წელიწადში, 1928 წლიდან. 4. ბარბარა რემინგტონს, ამერიკელ მხატვარს, დაევალა ყდის შექმნა წიგნის "ჰობიტი და ბეჭდების მბრძანებელი" 1965 წლის გამოცემისთვის. თუმცა, მას საშუალება არ მიეცა, ბოლომდე წაეკითხა ნაწარმოები ილუსტრაციების შექმნამდე, ამიტომაც ამ წიგნის ყდაზე შეიძლება ვიხილოთ: ბაყაყი, ხვლიკი, ორი ემუ და უცნაური ხეები ვარდისფერი ბოლქვებით. 5. ლევ ტოლსტოის სინამდვილეში სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდა თავისი ცნობილი შედევრის "ომი და მშვიდობა" მიმართ. 1871 წლის იანვარში ის თავის მეგობარს, ავანასი ფეტს, სწერდა: "როგორი ბედნიერი ვარ... რომ არასდროს აღარ მომიწევს ისეთ ხარახურაზე წერა, როგორიც ომია". 6. ჯ.კ როულინგმა წიგნის "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა" წერა 1995 წელს დაასრულა. ლიტერატურულმა აგენტმა, რომელიც როულინგს ეხმარებოდა, ხელნაწერი 12 საგამომცემლო დაწესებულებას წარუდგინა. წიგნის გამოცემაზე ყველა მათგანმა უარი თქვა. 1 წლის შემდეგ, წიგნი რედქტორმა ბერი კანინგანმა გამოსცა, რომელიც ლონდონის საგამომცემლო სახლში მუშაობდა. მართალია, კანინგანი დათანხმდა წიგნის გამოცემას, მაგრამ მოგვიანებით აღიარა, რომ როულინგს ურჩია, რამე სხვა სამუშაო ეშოვა საბავშვო წიგნების წერის ნაცვლად. 7. ვიქტორ ჰიუგო 1862 წელს, თავისი წიგნის "საბრალონი" გამოცემისას, შვებულებაში იმყოფებოდა. მას ძალიან აინტერესებდა ხალხის რეაქცია ნამუშევარზე და გამომცემლობა Hurst and Blackett-ში ტელეგრამით გაგზავნა უბრალოდ კითხვის ნიშანი: "? " . გამომცემელმა კი, წიგნის პოპულარობის შესახებ რომ ეცნობებინა, ძახილის ნიშანი გაუგზავნა მწერალს პასუხად: " ! ". ალბათ, ეს მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მოკლე მიმოწერა იყო. 8. რობერტ ლუის სტივენსონის ნაწარმოებში "განძის კუნძული" გამოყენებულია ზღვის სიმღერა: "თხუთმეტი კაცი მკვდარი კაცის მკერდზე... იო-ჰო-ჰო, და ბოთლი რომი"! ბევრი ფიქრობს, რომ ფრაზა "იო-ჰო-ჰოს" საფუძვლად მეკობრეების სიცილი უდევს. თუმცა, ეს სიმართლე არაა. ამ "გალობას" მეზღვაურები იყენებდნენ, როცა ერთად უშვებდნენ თოკს ზღვაში ან რამე სხვა საქმიანობას ასრულებდნენ გუნდურად. 9. იან ფლემინგმა, "ჯეიმს ბონდის" ავტორმა, პირველი წიგნის "კაზინო როიალის" წერა იამაიკაში დაიწყო. ფლემინგმა წიგნში ამერიკელი ორნიტოლოგის, ჯეიმს ბონდის სახელი გამოიყენა. თუმცა, ეს სახელი ძალიან მოკლედ, არარომანტიკულად და მამაკაცურად მიაჩნდა. ჯეიმს ბონდის ფილმის მეოცე სერიაში "Die Another Day", ბონდი კითხულობს წიგნს, სახელად "ვესტ-ინდოეთის ფრინველები" ჰავანაში, კუბაში. მოგვიანებით კი ის გოგონას ხვდება და თავს ორნიტოლოგად აცნობს. 10. მარკ ტვენი ამბობდა ხოლმე, რომ "ტომ სოიერის თავგადასავალი" პირველი წიგნი იყო, რომელიც საბეჭდ მანქანაზე დაიწერა. თუმცა, მკვლევრება დაადგინეს, რომ პირველი წიგნი, რომელიც მარკ ტვენმა სრულად საბეჭდ მანქანაზე აკრიფა, "ცხოვრება მისისიპიზე" იყო. 11. ალადინი, "არაბული ღამეების" და "ათას ერთი ღამის" ცნობილი გმირი, სინამდვილეში ჩინელი ბიჭი იყო, რომელიც ჩინეთის ქუჩებში ცხოვრობდა. 12. ედგარ ალან პოს მოთხრობას "ნანტაკეტელი არტურ გორდონ პიმის ნაამბობი" სულ მცირე ერთ ავბედით მოვლენასთან აქვს კავშირი. წიგნში როცა ნიავი საზარელ შტორმად იქცევა, მხოლოდ 4 კაცი ახერხებს გადარჩენას პატარა ტივზე, თუმცა, მათ საჭმლის მარაგი არ აქვთ. ისინი იწყებენ იმის გარჩევას, რომელი უნდა გახდეს საკვები დანარჩენი სამისთვის. უიღბლო კაცის სახელი რიჩარდ პარკერია და "მეგობრები" მას ჭამენ. მსგავსი შემთხვევა მართლა მოხდა 1884 წელს, როცა ოთხი მეზღვაური ისეთივე სიტუაციაში აღმოჩნდა, რაც წიგნშია აღწერილი. მათ შეჭამეს მეზღვაური, სახელად რიჩარდ პარკერი. მოგვიანებით მათ განაცხადეს, რომ პოს მოთხრობა არასდროს წაუკითხავთ. შეგახსენებთ, რომ "ნანტაკეტელი არტურ გორდონ პიმის ნაამბობი" პომ 1838 წელს დაწერა. 13. ჯეინ ოსტინმა "სიამაყე და ცრურწმენაზე" მუშაობა 21 წლისამ დაიწყო. თუმცა, გამომცემლებმა მის გამოცემაზე უარი თქვეს და რომანი 15 წლის განმავლობაში ვერ ხედავდა დღის სინათლეს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც "გრძნობა და გონება" გახდა ძალიან პოპულარული 1811 წელს, იკადრეს გამომცემლებმა ოსტინის პირველი წიგნის გამოცემაც. 14. საკმაოდ გასაკვირია ის, რომ ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნი დიდ ბრიტანეთში (მას შემდეგ, რაც ეს ნომინაცია დაიწყო), 5.3 მილიონ ეგზემპლარზე მეტი გაყიდვით, "გრეის ორმოცდაათი ელფერია". ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ასევე დაგაინტერესებთ ციტატები შემდეგი წიგნებიდან:
8. "ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა"
560 6-ს მოსწონს
|