პროზა "როგორ შევიძინოთ მეგობრები და მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე" - ციტატები 2020, 30 იანვარი, 16:36 ![]() წიგნში ავტორი რეალურ, ცხოვრებისეულ მაგალითებზე დაყრდნობით გვთავაზობთ პრინციპებს, რისი გათვალისწინებითაც ადამიანებთან ურთიერთობის გაუმჯობესება და ამით საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეგვიძლია. კარნეგის პრინციპები საკმაოდ ცნობილია და ინტერნეტშიც გავრცელებულია (მათი ნახვა ამ საიტზე შეგიძლიათ). პრინციპების შესახებ თავად დეილ კარნეგი ასეთ რამეს ამბობს: "ამ წიგნში გადმოცემული პრინციპები მხოლოდ იმ შემთხვევაში აღმოჩნდებიან ქმედითნი, თუ გულწრფელნი იქნებიან. მე არ გთავაზობთ ოინების ტომარას, მე ვლაპარაკობ ცხოვრების ახალ წესზე". სტატიაში თავს აღარ მოგაწყენთ პრინციპების გამეორებით. შემოგთავაზებთ სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან ამონარიდებს კარნეგის უკვდავი წიგნიდან. მაშ ასე, ისიამოვნეთ! ![]() ✸ "სწორედ ასე ხდება: დამნაშავის ნატურა მზადაა ნებისმიერს ბრალი დასდოს, საკუთარი თავის გარდა. ყველანი ასეთები ვართ". ✸ "თუ იცით ვინმე, ვისი შეცვლა, გამოსწორება, გაუკეთესებაც გინდათ? კარგით! ჩინებულია! ამას მთლიანად მხარს ვუჭრ. მაგრამ რატომ საკუთარი თავით არ დავიწყოთ? და წმინდა ეგოისტური თვალსაზრისით ეს გაცილებით ხელსაყრელია, ვიდრე სხვების გაუმჯობესების მცდელობა. ამასთან, ბევრად უსაფრთხოა". ![]() ✸ "ნებისმიერ სულელს შეუძლია გაკრიტიკება, გაკიცხვა და ჩივილი - და სულელების უმრავლესობა სწორედ ასე იქცევა". ✸ "რა განსხვავებაა ღირსებების აღიარებასა და მლიქვნელობას შორის? პასუხი მარტივია. აღიარება გულწრფელად ხდება, მლიქვნელობა კი ფარისევლობას ეყრდნობა. პირველი გულიდან მომდინარეობს, მეორე კი მხოლოდ სიტყვებია. პირველი უანგაროა, მეორე კი - ეგოისტური. პირველი საყოველთაო აღფრთოვანებას იწვევს, მეორე კი - გაკიცხვას". ![]() ✸ "ჩვენ ყველას, ვინც არ უნდა ვიყოთ - ყასბებს, მცხობელებს ან ტახტზე მსხდომ მეფეებს - ისინი გვიყვარს, ვინც ჩვენით აღფრთოვანებულნი არიან". ✸ "მსოფლიოში ბევრი ანგარებიანი ადამიანია, რომლებიც მხოლოდ საკუთარი სარგებლით ინტერესდებიან. ამიტომ იმ იშვიათად შეხვედრილ ადამიანებს, რომლებიც სრულიად უანგაროდ ცდილობენ სხვების დახმარებას, უდიდესი უპირატესობა გააჩნიათ. მათ ცოტა კონკურენტი ჰყავთ". ![]() ✸ "ათიდან ცხრა შემთხვევაში ყველა კამათი იმით მთავრდება, რომ ორივე მხარე კიდევ უფრო მეტად რწმუნდება თავის აბსოლუტურ სიმართლეში". ✸ "დედამიწაზე ყველა ბედნიერებას ეძებს და მისი მოძებნის ერთი საიმედო ხერხი არსებობს. იგი იმაში მდგომარეობს, რომ ვისწავლოთ საკუთარი აზრების გაკონტროლება. ბედნიერება არ არის დამოკიდებული გარეგან პირობებზე. იგი ადამიანის შინაგან მდგომარეობაზეა დამოკიდებული". ![]() ✸ "ჩვეულებრივი ადამიანი, რომლის ქორწინებაც წარმატებულია, გაცილებით ბედნიერია მარტოდმარტო მცხოვრებ გენიოსზე". ✸ "შეგიძლიათ ადამიანებს უთხრათ, რომ ცდებიან, მზერით, ხმის ინტონაციით ან ჟესტით არანაკლებ მჭევრმეტყველურად, ვიდრე სიტყვებით. მაგრამ თუ ადამიანს ეტყვით, რომ ცდება, შეძლებთ კი მის იძულებას, რომ თქვენთან დათანხმება მოინდომოს? არასოდეს! რამეთუ თქვენ ეჭვქვეშ აყენებთ მის გონებრივ შესაძლებლობებს და კეთილგონიერებას, პირდაპირ დარტყმას აყენებთ მის თავმოყვარეობას და თვითპატივისცემას. ეს მასში სურვილს გამოიწვევს, იგივეთი გიპასუხოთ, მაგრამ თავისი თვალსაზრისის შეცვლას არასდროს მოინდომებს". ![]() ✸ "ადამიანთა უმრავლესობა სხვების თავიანთ მხარეზე გადასაბირებლად ძალიან ბევრს ლაპარაკობენ. სხვა ადამიანებსაც მიეცით ხმის ამოღების შესაძლებლობა. მათ თქვენზე მეტი იციან თავიანთ პრობლემებზე და საქმეებზე. ამიტომ კითხვები დაუსვით, დაე, მათ ილაპარაკონ". ✸ "დოქტორი არტურ ი. გეიტსი თავის შესანიშნავ წიგნში "სწავლების ფსიქოლოგია" წერს: "ყველა ადამიანი ერთი ბიოლოგიური სახეობის წარმომადგენელია და მათ თნაგრძნობა სწყურიათ. ბავშვი მზადყოფნით აჩვენებს თავის დაჟეჟილობას ან თავად დაილურჯებს ან გაიკაწრავს სხეულს რომელიმე ადგილას, რათა თანაგრძნობის სიტყვები მოისმინოს. იმავე მიზეზით მოზრდილებიც... აჩვენებენ თავის დაჟეჟილობას, ყვებიან უბედურ შემთხვევებზე, დაავადებებზე, განსაკუთრებით კი ქირურგიული ოპერაციის წვრილმანებზე. და... პრაქტიკულად საყოველთო ხასიათი მიიღო საკუთარი თავის შებრალებისკენ მისწრაფებამ, როგორც რეალური, ისე მოჩვენებითი უბედურების შემთხვევაში". ![]() ✸ "არ არსებობენ ისეთი რეცეპტები, რომლებიც ყველანაირ შემთხვევას და ყველა ადამიანს მოერგებიან. თუ თქვენი მიღწევებით კმაყოფილი ხართ, რატომ უნდა ცდილობდეთ რაღაცის შეცვლას. მაგრამ თუკი უკმაყოფილო ხართ, რატომ არ უნდა ჩაატაროთ ექსპერიმენტები"? ✸ "უხეშობა კიბოა, რომელიც ჭამს სიყვარულს. ეს ყველამ იცის, მიუხედავად ამისა, საყოველთაოდაა ცნობილი, რომ გაცილებით უფრო თავაზიანები ვართ უცხოთა მიმართ, ვიდრე საკუთარ ნათესავებთან. აზრადაც არ მოგვივა, რომ უცხო ადამიანს სიტყვა შევაწყვეტინოთ და ვთქვათ: "ღმერთო ჩემო, კიდევ აპირებთ ამ ძველი ისტორიის მოყოლას!" აზრადაც არ მოგვივა, რომ ნებართვის გარეშე გავხსნათ ჩვენი მეგობრების მიერ მიღებული წერილები ან ცხვირი ჩავყოთ მათ პირად საიდუმლოებებში. და მხოლოდ ოჯახის წევრებს, რომლებიც ყველაზე ახლობელნი და ძვირფასნი არიან, წვრილმანების გამო ვაყენებთ შეურაცხყოფას". ![]() ასევე დაგაინტერესებთ ციტატები შემდეგი წიგნებიდან:![]() 596 2-ს მოსწონს
|