პროზა "ბუდენბროკები" - ციტატები 2017, 16 სექტემბერი, 23:19 "ბუდენბროკები" თომას მანის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რომანია, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა ნათარგმნი. ამ რომანში მოთხრობილია ერთი ბურჟუაზიული ოჯახის ოთხი თაობის ცხოვრება და მათი გადაშენების ამბავი.
რომანი ავტორის სიცოცხლეშივე ათას ორასჯერ გამოიცა. მას ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს კლასიკურ ლიტერატურაში.
![]() ⌛მართალია, ნათქვამი სიტყვა უფრო ცოცხლად და უშუალოდ მოქმედებს, მაგრამ დაწერილ სიტყვას ერთი უპირატესობა აქვს, მას წინასწარ შეარჩევ, აწონ-დაწონი, გაიაზრებ, ფორმასაც მოუნახავ და შესაფერის ადგილსაც მიუჩენ. ამიტომაცაა, რომ წამკითხავზე იგი ხანგრძლივ ზემოქმედებას ახდენს. ⌛ადამიანები, ჩემო საყვარელო შვილო, იმისთვის კი არ ვიბადებით, რომ ჩვენს საკუთარ, პატარა პირად ბედნიერებას ჩავეჭიდოთ. ჩვენ თავისუფალი, დამოუკიდებელი და მხოლოდ საკუთარი თავისთვის გაჩენილი ერთეულები არა ვართ. არა, შვილო, ჩვენ ერთი ჯაჭვის რგოლები ვართ. ჩვენი არსებობა შეუძლებელი იქნებოდა იმ ადამიანების დიდი მწკრივის გარეშე, რომელიც ჩვენამდე ცხოვრობდა და გზას გვიჩვენებდა. ისინიც, თავის მხრივ, მკაცრად, გვერდზე მოუხედავად, მრავალგზის ნაცად და ღირსეულ მემკვიდრეობას მისდევდნენ. ![]() ⌛დრო წინ მიდის, მაგრამ მე ვფიქრობ, საუკეთესო ტრადიციები უკან რჩება. ![]() ⌛დედამიწის ზურგზე ბევრი სისაძაგლე ხდება, - ფიქრობდა ქალბატონი ბუდენბროკი, კროგერების ასული, - ძმებსაც შეიძლება ერთმანეთი სძულდეთ და ეზიზღებოდეთ; საზარელია და დაუჯერებელი ასეთი ამბავი, მაგრამ ხდება ხოლმე. ოღონდ ამაზე არ უნდა ილაპარაკო, თვალი უნდა დახუჭო. ამ ამბავზე ფიქრიც კი არ შეიძლება. ⌛ამ ქვეყანაზე ყველაფერი მოჩვენებითია. განა არ იცოდი, რომ პატარა ქალაქშიც შეიძლება, დიდი კაცი გახდე? განა არ იცოდი, რომ ამ პატარა ზღვისპირა სავაჭრო ქალაქშიც შეიძლება, კეისრობდე? ![]() ⌛სიკვდილს სჩვევია სახლში ღვთისმოსაური განწყობილების შემოტანა. ⌛ყველა, ვინც ანაფორას ატარებს და „უფალო, უფალოო“, გაიძახის, უბიწო და უცოდველი არ არის! ⌛ამ ქვეყანაზე ის კი არ არის მთავარი, რა როგორ გამოითქმის ან როგორ გამოიხატება, არამედ ის, თუ კაცი გულით რას ამბობს და რას გრძნობს. ![]() მოთხოვნილებების ნაყოფია, ამ მოთხოვნილებების გამოთქმა კი ძნელია. ⌛წინასწარი სიხარული, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, უფრო უკეთესი გამოდგა, რადგან კარგი ყოველთვის გვიან მოდის, ყოველთვის მაშინ ისხამს ხორცს, როცა კაცს ამ სიხარულის შეგრძნება გულით აღარ შეგიძლია. ![]() აღგიდგება, შენს გავლენას აღარ დაემორჩილება... მაშინ უბედურება უბედურებას ემატება, დარტყმა დარტყმას მოსდევს და მორჩა, დგება აღსასრული! ![]() სიმბოლოები ბედნიერებისა და აღმავლობისა მხოლოდ მაშინ ჩნდებიან, როცა სინამდვილეში ყველაფერი თავქვე მიექანება. ამ გარეგნული ნიშნების გამოჩენას დრო სჭირდება მსგავსად ვარსკვლავის შუქისა, რომელიც არც კი ვიცით, ქრება თუ არა, იქნებ უკვე ჩამქრალიცაა, მაგრამ ამ წუთში კი ყველაზე ნათლად კაშკაშებს. ⌛გონიერება ამ ქვეყანაზე ჯერ კიდევ არ არის ყველაზე უმაღლესი რამ. ![]() უმანკო, ძლიერი, მგზნებარე, უცოდველი, ხელშეუხებელი და აუმღვრეველი ფანტაზია სჭირდება, როცა ცხოვრება ჯერ კიდევ კრთის, ეშინია, ხელი შეგვახოს, როცა მოვალეობა და დანაშაული ვერ ბედავენ ჩვენს თავზე მსახვრალი ხელის აღმართვას, როცა ნება გვაქვს, თვალი გავახილოთ, ყურით ვისმინოთ, ვიცინოთ, გავიოცოთ და ვიოცნებოთ ისე, რომ ქვეყანამ ჩვენგან სამაგიერო სამსახური არ მოითხოვოს. როცა ისინი, ვისი სიყვარულიც გვმართებს, ჯერ კიდევ მოუთმენლად არ გვადევნებენ თვალყურს, თუ როგორ გავუძღვებით ჩვენი მოვალეობის აღსრულებას. ![]() ზღვარი? განა ჭკვიანური არ იქნება, სანამ უბდურება გვთრგუნავს, წყნარად ვიყოთ, დავიცადოთ და მშვიდად მოვიკრიბოთ შინაგანი ძალა? ⌛ცხოვრება მკაცრია, საქმის კაცის ცხოვრება კი უშეღავათო და ყოველგვარ სენტიმენტალობას მოკლებული რბოლით დიდი ცხოვრების ანარეკლია. ⌛მამა-პაპის გახსენება მაშინ არის სასიამოვნო, როცა თავს მათგან განუყოფელად გრძნობ, როცა გჯერა, რომ მუდამ მათი გზით გივლია. ![]() ნორმალურ პირობებში გვაბრაზებს და ჩვენში წყრომის ჯანსაღ რეაქციას იწვევს, მოთენთილ, ყრუ და უსიტყვო ნაღვლად გვექცევა ხოლმე. ⌛განა იდეალები იმისთვის არსებობს, რომ მათ მიაღწიო და ხორცი შეასხა? არა და არა! ვარსკვლავებს ციდან ვერ მოსწყვეტ, მაგრამ იმედს... ო, იმედი და არა მისი აღსრულება, აი, რა არის ცხოვრებაში ყველაზე სანუკვარი! ![]() ⌛იმ მდინარის გეშინოდეს, რომელიც არ ხმაურობსო, - ირწმუნებოდნენ ისინი. ![]() ⌛მხოლოდ სიკვდილს ძალუძს სხვებში ჩვენი ტანჯვისადმი რიდი და პატივისცემა გამოიწვიოს, სულ უმცირესი, უმნიშვნელო ტანჯვაც კი მისი მეშვეობით პატივისცემის ღირსი ხდება. ![]() ⌛დედამიწაზე გამეფებული სიმდაბლის გამო კაცს ვინმესადმი თანაგრძნობის გამოჩენაც კი არ შეგიძლია. ⌛ასეა ყოველთვის: რისიც კაცს ყველაზე მეტად გეშინია, ის ამბავი თითქოს ბედის დაცინვით, იოლად ჩაივლის ხოლმე, ხოლო როცა ცუდს არაფერს მოელი, უბედურებაც მაშინ დაგატყდება თავს. ![]() ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ასევე დაგაინტერესებთ: 1. "ქარწაღებულნი" - ციტატები 2. "ზაჰირი" - ციტატები 3. "ტრიუმფალური თაღი" - ციტატები 4. "ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა" - ციტატები 5. "მე ვარ მალალა" - ციტატები 6. "შეჭამე ბაყაყი" - ციტატები 299 2-ს მოსწონს
|