x
image
თამილა გურაშვილი
რამ გამოიწვია პირველი კოსმონავტის იური გაგარინის სიკვდილი?
პირველი კოსმონავტი იური გაგარინი კონსტრუქტორთან ერთად დედამიწიდან მიღებული მცდარი ბრძანების გამო დაიღუპა. ამის შესახებ წერს სამთავრობო კომისიის წევრი, არსენ მირონოვი, რომელიც კატასტროფის მიზეზებს იკვლევდა.

როგორც მირონოვი ყვება, გაგარინის ფრენის ზონაში მოხვდა მეორე მოიერიშე MIG -15UTI პილოტი ანდრეევი.მირონოვის თქმით, გაგარინის სიკვვდილის მიზეზი მისთვის ცნობილი გახდა რადიოკავშირის გაშიფვრის შემდეგ.

გაგარინის მოთხოვნაზე 10:29:57-ზე : -"დავალება ზონა 20 დასრულდა, ვითხოვ ნებართვას 320 გრადუსზე"- ფრენის ხელმძღვანელმა დაუყოვნებლივ უპასუხა თანხმობით, ისე, რომ არ გაითვალისწინა გაგარინი-სერეგინის და ანდრეევის თვითმფრინავების სახიფათო სიახლოვე ლოკატორის ეკრანზე.

ექსპერტი თვლის, რომ ფრენის ხელმძღვანელს თანხმობის ბრძანებისთვის, რომ დაემატებინა ორი სიტყვა სიმაღლეზე დაშვების გარეშე, ეს კატასტროფა არ მოხდებოდა,


იური გაგარინი დაიღუპა 1968 წლის 27 მარტს სასწავლო ფრენის დროს, ვლადიმირის რეგიონში სოფელ novoselovo kirzach-თან ახლოს, ოფიციალური ინფორმაციით მკვეთრი მანევრირებისას, ხოლო, ეს მკვეთრი მანევრირება რამ გამოიწვია, გამოძიებამ ვერ დაადგინა.

2017 წელს საბჭოთა კოსმონავტმა ალექსეი ლეონოვმა თავის წიგნში "ადამიანი და კოსმოსი" დაწერა თავისი ვერსია გაგარინის გარდაცვალებაზე.

იგი, თვლის რომ გაგარინის სასწავლო თვითმფრინავი მოხვდა ზებგერით საფრენი აპარატის CU-15 გვერდით.

ასევე, ლეონოვმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მას სიტყვა image
აქვს მიცემული არ დაასახელოს იმ მფრინავის გვარი, რომლის არასწორმა ქმედებამაც გამოიწვია გაგარინ-სერეგინის სიკვდილი.

0
400
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
400
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0