x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
რატომ იტყუებით? რამ გაგაბოროტათ? რატომ ითვლით სხვის ფულებს?
image

ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს და ვიდეოს აქვეყნებს:


„ესაა ის ვიდეო, რომელმაც მოულოდნელი ვნებათაღელვა გამოიწვია. მივედი, ვნახე, გადავიღე და დავდე.
მომეწონა! ჰო და, ბედნიერი ვარ- თქო ვთქვი.
რაიო? ბედნიერი ხარო?
კი, მე ვარ ბედნიერითქო... მე.. თქვენზე არ ვამბობ, ჩემ საკუთარ აზრს და განცდას ვაფიქსირებ, ჩემ საკუთარ გვერდზე, წავილუღლუღე....
ვინ მოგცა ბედნიერების ან საკუთარი აზრის ქონის უფლებაო- შეჰკივლეს ნაცებმა, ევრონაცებმა, ფეიკებმა, " დემოკრატ- ლიბერალებმა", სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლებმა, ფბ- ს ლომივით " კაცებმა და ცხრასართულიანით მოგინარმა ქალებმა... დამესიენ, მაგრამ რაფერ დამესიენ!.. გამახსენეს ბაბაი ყანა!..)))


3 დღე და ღამე მოთმინებით ვადევნებდი თვალს, როგორ იღწვოდნენ კლავიატურასთან ციხისძირის ფლორა- ფუნის " დამცველები, ორმოთმზომელები, ჟანგბადგამოლეულები, შეკვეთილის ეკალბარდ- ჭაობ- ჩამყაყებულ ეკოლოგიის მოტრფიალენი.
ე, ბიჭო, თქვი რამე არგუმენტი, გადაიღე და დადე ფაქტი- თქო. ვთხოვე ერთი- ორს.
არაა.. შენც არ მომიკვდე!
როგორც ერთი, ისე გაჰკიოდნენ უნისონში, ხე რომ დაგარგო, ორმო გაჩნდო.. გაჩნდებოდა ორმო, აბა, ჰაერში კი არ ეკიდა ის ხეები. შენ ის მაჩვენე, ამოუვსები რომ დატოვეს და კინაღან რომ მოიმტვრიე ეგ გამოორმოებული თავი- თქო... არაო, რუსთავი-2 გაჩვენებსო...)))



მაშინ, ხის პატრონი მაინც მითხარი, შრნსავით გაბრაზებული და უჟანგბადობით შეწუხებულითქო.
არაო, იმან ფული აიღო და კარგად ცხოვრობსო...
მაშინ, რა გინდ შე " დალოცვილოთქო"?!
ჰო და, სწორედ აქ დაიწყო, რაც დაიწყო...( იხ. კომენტარებში ჩემი" ლოცვა- კურთხევა")...)))


p.S.
ფაქტია, დენდროლოგიური პარკი შენდება!
შესყიდული ხეების ნამოსახლარზე ახალი ნერგები იყრება, გზები იგება, ხის პატრონები კმაყოფილი და უზრუნველყოფილნი არიან!
საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე, ურეკის სანაპირო, მსოფლიოს საუკეთესო ტურისტულ ზინად კეთდება!
შენარჩუნებული და მოვლილია ზღვის განაპირა ტყის მასივები, რომლებშიც ორგანულად ეწერება მუსიკალუი პარკი, მინიატურული საქართველო, ატრაქციონი, საკონცერტო დარბაზი, უმაღლესი კტეგორიის სასტუმრო და ულამაზესი დენდროლოგიური პარკი.
დასაქმებულთა შორის( მომსახურე პერსონალი და ადმინისტრაცია) კონკურსით უპირატესობა მიენიჭა ადგილობრივ მაცხოვრებლებს! 85% დასაქმებულთა ურეკიდან, ფოთიდან, ბსთუმიდან და ქობულეთიდანაა. მათ გადაადგილებას მიკროავტობუსებით უზრუნველყოფს ადმინისტრაცია.
" ჩვენ გავცოცხლდით" მითხრა შეფპოვრის თანაშემწემ.
ახლა, კითვა მაქვს ყველა იმ ტვინნაღრძობთან, ვინც სამი დღეა ჩემს ბედნიერებას აპროტესტებს, მლანძღავს და საკუთარ გვერდზე მწყევლის:
რა თქვენი საქმეა ჩემი პირადი დამოკიდებულება ფაქტებთან დაკავშირებით?
ვინ მოგცათ უფლება, ამიკრძალოთ ვიყო ბედნიერი?!
რატომ აიძულებთ ადამიანებს, იცხოვრონ ნეგატივში და დაუჯერონ თქვენ ნაბოდვარს!


რატომ გძულთ წარმატება და წინსვლა?
რატომ იტყუებით?
რამ გაგაბოროტათ?
რატომ ითვლით სხვის ფულებს?
რატომ იქეცით ოლია მათხოვრებად?
რატომ ხართ კაცები ყვერულები? ( უზრდელობა რომ არ დამაბრალოთ, შეგახსენებთ, რომ ყვერული დაკოდილი მამალია, რომელსად კვერცხების გამოსაჩეკად სვამენ),
მოკლედ, მე მიყვარს ეს ქვეყანა!
მე მჯერა წინსვლის!
მე ვიცი, რომ მიშა აღარასოდეს დაბრუნდება და არც ის ცხრაწლიანი სისხლიანი რეჟიმი აღარ განმეორდება!
ვერც ბოკერია ვერ იმიშებს!
ვეღარ გახლიჩავენ ქართულ ეკლესიას!
ვეღარ ჩაგვითრევენ იარაღის ჩამოწერის მიზნით პროვოცირებულ ომებში!
მოკლედ, ვიცი რომ გადავრჩით!
ჰო და, ბედნიერი ვარ!
ახლა, ვისაც არ გჯერთ, გაქანდით და გამოქამდით!ვისაც გვჯერა, გ აგ ვ ა ტ ა რ ეთ!"




image


1
142
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
142
  
2018, 27 მარტი, 22:57
უნამუსოდ იტყუება ეს ქალბატონი....
0 1 1