x
image
ირაკლი შავიძე
სიგირია - ლომის კლდის დრამატული ამბავი

image
შრი-ლანკას გულში, ჯუნგლებით დაფარული დაბლობის თავზე, 370 მეტრის სიმაღლეზე, აღმართულია კლდოვანი პლატო სიგირია. მთის მწვერვალზე შემორჩენილია მეფე კასაპა I-ის (V საუკუნე) სასახლის ნანგრევები, რომელიც ერთ დროს ბაღებითა და შადრევნებით ყოფილა გარშემორტყმული. კასაპას მეფობამდე და მის შემდეგ კლდეზე ბუდისტი ბერები ბინადრობდნენ. სიგირიას ციხე-სიმაგრესთან დაკავშირებულია ტრაგიკული ამბავი: V საუკუნის ბოლოს კუნძულზე მეფობდა დხატუსენა, ის ზრუნავდა რომ მოსავალი უხვი ყოფილიყო და საკვები ყველას ყოფნოდა. ამისათვის მეფემ გააუმჯობესა სარწყავი სისტემა, ააგო მრავალი წყალსაცავი და არხი. მეფე დხატუსენა ხალხს ძალიან უყვარდა . შვილი მეფეს პირველად უმცროსმა ცოლმა გაუჩინა. ბიჭს კასაპა დაარქვეს. მალე უფროსმა ცოლმაც გააჩინა ბიჭი, მოგალანა, რომელიც კანონის თანახმად უნდა გამხდარიყო კიდევაც ტახტის მემკვიდრე. მეფეს ქალიშვილიც ჰყავდა, რომელიც ცოლად თავის მხედართმთავარს გააყოლა. მეფის ასული სძულდა თავის დედამთილს და რამდენჯერმე მისი ცემაც კი გაბედა. განრისხებულმა მეფემ, ეს რომ გაიგო, თავისი მძახალი ცოცხლად დაწვა. მეფის სიძემ გადაწყვიტა შური ეძია დედის სიკვდილისთვის, შეთქმულება მოაწყო მეფის წინააღმდეგ და კასაპაც თავის მხარეს გადაიბირა. ხარბმა კასაპამ, რომელიც მანამდეც აპირებდა მეფის დამხობას, ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, ამის შემდეგ წამებით სცადა მეფისთვის დაეტყუებინა განძეულის საიდუმლო. მეფემ შვილი ერთ-ერთ უდიდეს წყალსაცავთან მიიყვანა და უთხრა: ჩემი სიმდიდრე აი ეს წყალია. განრისხებულმა კასაპამ მეფე ცოცხლად დაამარხინა ერთ-ერთი დამბის კედელში. ტახტის კანონიერი მემკვიდრე - მოგალანა ინდოეთში გაიქცა.

კასაპას ძმის შურისძიების ეშინოდა, მან კლდის წვერზე მიუდგომე
ლი ციხე-სიმაგრე ააშენებინა, მაღალი კედლებით და გარშემო შემოვლებული წყლით სავსე არხებით. image
ერთ დროს კლდეზე გამოკვეთილი კიბე, რომელიც მწვერვალზე ადიოდა, გიგანტური აგურის ლომის ხახაში გადიოდა, თუმცა დღეისათვის მისგან მხოლოდ ორი თათიღა დარჩა. image
სწორედ მაშინ მიიღო მთამ სახელწოდება სიგირია, რაც ითარგმნება როგორც ლომის კლდე. კლდის ძირში კასაპამ ბაღები გააშენა და შადრევნები მოაწყო, რომელთაგან ზოგიერთი დღემდე ფუნქციონირებს.image

კასაპამ თავი ღმერთად გამოაცხადა, მან თავი სიმდიდრის ღვთაება კუბერას განსხეულებად წარმოიდგინა და ფუფუნებაში ცხოვრობდა, მაგრამ ზღაპარი მაინც დასრულდა: გავიდა 18 წელი და ერთხელაც შენიშნეს უზარმაზარი არმია, რომელიც სიგირიას უახლოვდებოდა. მოგალანა შურის საძიებლად დაბრუნდა. კასაპამ დატოვა სიმაგრე და თავს დაესხა მოწინააღმდეგეს. გაიმართა სასტიკი ბრძოლა, მოულოდნელად სპილო, რომელზეც კასაპა იყო ამხედრებული, ჭაობში ჩაეფლო და აღრიალდა, კასაპას მეომრებმა რატომღაც იფიქრეს, რომ ეს უკანდახევის ნიშანი იყო და ბრძოლის ველი მიატოვეს. მტრებით გარშემორტყმულმა კასაპამ ტყვედ ჩავარდნა არ ისურვა, ხანჯალი ამოიღო და სიცოცხლე მოისწრაფა. სიგირია დაეცა.

დრომ დავიწყებას მისცა მამისმკვლელი მეფის ბნელი ამბავი, ერთ დროს დიდებული ციხე-სიმაგრისგან კი დღეს მხოლოდ ნანგრევებიღაა დარჩენილი.image

0
158
4-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი შავიძე
ირაკლი შავიძე
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0