არქიტექტურა ნახეთ როგორ გამოიყურება ნიჟარების მღვიმე 2018, 22 აპრილი, 19:50 ![]() ![]() ![]() ეს უნიკალური მღვიმე იხვების გუბურის ამოჭრისას შემთხვევით აღმოაჩინა ჯეიმს ნიულოუმ, მღვიმეში პირველი მისი შვილი, ჯოშუა ჩავიდა. ნიულოუ მაშინვე მიხვდა, როგორ გაუმართლა, მღვიმე გაზის ლამპებით გაანათა და აღმოჩენიდან 3 წლის შემდეგ მნახველების მიღება დაიწყო. ![]() ![]() მღვიმის ასაკის დადგენა რადიონუკლიდური მეთოდითაც ვერ მოხერხდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ჭვარტლია, რადგანაც 1800-იან წლებში მღვიმეს ვიქტორიანული ფარნებით ანათებდნენ. ზოგიერთი ვერსიის თანახმად მღვიმე 3000 წლისაა. ![]() მღვიმეში საოცარი ოსტატობითაა შესრულებული სხვადასხვა ორნამენტები: შროშანები, მზესუმზირები, ხეები, გველები, ვაზი, რვაქიმიანი ვარსკვლავები, მზის სიმბოლოები. ![]() მოხრილი გვირაბი საკურთხევლიანი ოთახით მთავრდება, მღვიმის ცენტრში არის გუმბათი ღია ცის ქვეშ. ![]() მღვიმე რამდენჯერმე დაზიანდა, მათ შორის მეორე მსოფლიო ომის დროს, თუმცა დღეისათვის სრულად რესტავრირებულია და მისი სილამაზე და იდუმალება არც ერთ მნახველს არ დატოვებს გულგრილს. ![]() 28 3-ს მოსწონს
|