სხვა უდიდესი ავიაკატასტროფა კაცობრიობის ისტორიაში 2018, 26 მარტი, 11:08 41 წლის წინ, 1977 წლის 27 მარტს, 17 საათზე და 06 წუთზე.ლოს-როდეოსის აეროპორტში-ტენერიფე.ასაფრენ ზოლზე ერთმანეთს შეასკდა ბოინგი 747.დაიღუპა 583 ადამიანი.ეს გახლავთ ყველაზე დიდი ავიაკატასტროფა კაცობრიობის ისტორიაში მსხვერპლის მიხედვით. იმ პერიოდში კანარის კუნძულების ყველაზე დიდ აეროპორტში-ლას პალმასში-მოხდა ტერორისტული აქტი, რომელიც "კანარის არქიპელაგის ავტონომიის და დამოუკიდებლობის მოძრაობამ" ჩაიდინა აფეთქდა ბომბი, მსხვერპლი არ ყოფილა, მაგრამ ტერაქტის განმეორების შიშით ადმინისტრაციამ აეროპორტი დახურა. სარეისო თვითმფრინავები იძულებულები გახდნენ მიემართათ უახლოესი სათადარიგო აეროპორტისთვის-ეს იყო ლოს-როდეოსის აეროპორტი-ტენერიფეში.უამრავი თვითმფრინავი დაგროვდა, ზოგი თავის გაფრენის ჯერს რამდენიმე საათი ელოდებოდა. ბილიკზე გავიდა და ასაფრენად მოემზადა ავიაკომპანია KLM-ის ბოინგ-747. ამასობაში ამინდიც გაუარესდა, აეროპორტის ტერიტორიაზე ნისლი ჩამოწვა.ხილვადობა ნულის ტოლი იყო. დიპეტჩერთან რამდენჯერმე გადალაპარაკებისას პილოტმა აუწყა:"ასაფრენად მზად ვართ".დიპეტჩერის პასუხი "ოკ" ნიშნავდა რომ მორიგ ინსტრუქციას უნდა დალოდებოდნენ, შემდეგ კი დასძინა :"მოემზადეთ ასაფრენად, გამოძიძახებთ"პარალელურად Pan American-ის პილოტმა დისპეტჩერს აცნობა, რომ მათ ჯერ კიდევ არ დაუტოვებიათ ასაფრენი ზოლი, ეს საკმარისი იყო KLM-ის პილოტი შეჩერებულიყო, თუმცა რადიო ტალღების ინტერფერანციის გამო ხმა ხარვეზებით ისმოდა.ბორტინჟინერმა ეჭვიც გამოთქვა, რომ შესაძლოა ასაფრენი ზოლი თავისუფალი არ იყო, თუმცა KLM-ის მეთაურმა უგუველყო ეს გაფრთხილებაც და მაინც დასძრა ხომალდი. ამასობაში ავიაკომპანია Pan American ბოინგ-747 -მა მიიღო მითითება მოტრიალებულიყო და გასულიყო იმავე ასაფრენ ზოლზე, თუმცა მანამდე უნდა შესულიყო ც-3 ბილიკზე რომ ზოლი თავისუფალი ყოფილიყო KLM-ის ბოინგ-747 -ისთვის.... 14 წამის შემდეგ თვითმფრინავები ერთმანეთს შეასკდნენ. P.S.ამ ავიაკატასტროფაში დაიღუპა ამერიკელი მოდელი და მსახიობი ივ მეიერი. 461 6-ს მოსწონს
|