კინო როგორ მოხვდნენ ოთარ კობერიძე და ორნელა მუტი ერთ ფილმში და რატომ ალაპარაკდა მათ რომანზე იტალიური პრესა? 2018, 25 მარტი, 0:18 ![]() 70-80-იანი წლების იტალიური კინოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კინოსახიობი ორნელა მუტი 15 წლის ასაკიდან მონაწილეობს ფილმებში, თავდაპირველად მხოლოდ იტალიურ ფილმებში, 1980 წლიდან კი ევროპულ კინოში იღებდნენ. ქართველი მაყურებელი მას ორი ფილმიდან იცნობს "ჭირვეულის მორჯულება" და "უზომოდ შეყვარებული" ის კომედიური ფილმებია, რომლებიც ქართულად ითარგმნა და მაყურებელმა განსაკუთრებით შეიყვარა, ორივე ფილმში ორნელა მუტი პარტნიორობას იტალიელ კინოვარსკვლავსა და მომღერალს ადრიანო ჩელენტანოს უწევს ადრიანო ჩელენტანო და ორნელა მუტი ფილმიდან "ჭირვეულის მორჯულება" ![]() ბევრმა ადამიანმა არც იცის, რომ ორნელა მუტი კინოში ლეგენდარულ ქართველ მსახიობთან ოთარ კობერიძესთან ერთადაცაა გადაღებული. ოთარ კობერიძე და ორნელა მუტი ერთმანეთს 1979 წელს გადაღებულ იტალიურ-საბჭოთა ფილმში "სიცოცხლე მშვენიერია" შეხვდნენ ოთარ კობერიძე და ორნელა მუტი ფილმიდან "სიცოცხლე მშვენიერია" 1979 წელი ![]() ![]() ![]() ![]() " ორნელა მუტის, რუსულ-იტალიური ფილმის "სიცოცხლე მშვენიერიას" გადაღებებისას შევხვდი, იმ პერიოდში ძალიან გულჩათხრობილი იყო. გადასაღებ მოედანზე, ჩრდილში ვისხედით და თავის გულისტკივილს მიზიარებდა. მიამბო, როგორ აწამებდა ქმარი, არ აძლევდა ბავშვის ნახვის უფლებას, თან დიდ თანხას ითხოვდა. მითხრა, მხოლოდ ერთი საფიქრალი მაქვს, ფილი შევაგროვო და ბავშვი გამოვისყიდოო. თანავუგრძე ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, ნიჭიერ იტალიელ მსახიობს, იტალიელი ახალგაზრდების კერპს. მან მადლიერების ნიშნად თავი მკერდზე დამადო, მეც ლოყაზე ვაკოცე.. მეორე დილით გადასაღებ მოედანზე ჟურნალით ხელში მოვარდა მხიარული ორნელა, " ოთარ, ნახე, რა გამოაქვეყნეს "ჭორიკნებმა"? და მაგიდაზე ჟურნალი გადამიშალა, ფოტოზე ორნელას ჩემს მკერდზე ედო თავი, მე კი ვკოცნიდი.. იქვე დაემონტაჟებინათ ორნელას ქმრის დაღრეჯილი სახე და წარწერა: " ორნელა თავისი ახალი თეთრთმიანი სიყვარულით" - ოთარ კობერიძე ![]() ![]() 4033 10-ს მოსწონს
|