სხვა საფრანგეთში გარდაიცვალა გმირი პოლიციელი,რომელმაც ტერორისტებს მძევლების ნაცვლად საკუთარი თავი შესთავაზა 2018, 24 მარტი, 12:14
ფრანგი პოლიციელი, 45 წლის ანდრო ბელტრამი, რომელმაც მძევლების ნაცვლად საკუთარი თავი შეთავაზა ტერორისტს, მიღებული ტრავმების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
საფრანგეთის ქალაქ ტრების ერთ-ერთ სუპერმარკეტში ბოროტმოქმედმა მძევლად აიყვანა მოქალაქეები, პოდპოლკოვნიკმა ანდრო ბელტრამმა საკუთარი თავი შესთავაზა ტერორისტს მძევლების სანაცვლოდ, რა დროს დაიჭრა კიდეც.სამწუხაროდ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. სპერაზმელებმა თავდამსხმელის ადგილზე ლიკვიდირება მოახდინეს, იგი აღმოჩნდა კარკასონელი(ოდის დეპარტამენტი)მაცხოვრებელი, მაროკოელი 26 წლის ლედუან ლაკდიმი.
შეგახსენებთ, ინციდენტი მოხდა გუშინ ადგილობრივი დროით 11:30 წუთზე ოდის დეპარტამენტში, სადაც ტერორისტმა განახორციელა თავდასხმების სერია, შედეგად გარდაიცვლა 4 ადამიანი, ხოლო 16 დაიჭრა, ტერორისტმა მძევლად აიყვანა სუპერმარკეტში მყოფი ადამიანები, თან გაჰყვიროდა, რომ იგი "ისლამური სახელმწიფოს" სახელით მოქმედებდა. მალევე ქალაქის მერმა ერიკ მენასიმ განაცხადა, რომ ყველა მძევალი განთავისუფლებულია ერთი პოლიციის ოფიცრის სანაცვლოდ. საბოლოოდ სპეცრაზმმა ტერორისტის ლიკვიდირება მოახდინა. "ჩვენმა ქვეყანამ ისლამისტ ტერორისტთა დარტყმა მიიღო"-განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.
165 7-ს მოსწონს
|