ქალი და მამაკაცი როგორ შევინარჩუნოთ ურთიერთობა - 9 რჩევა ფსიქოლოგებისგან 2018, 22 მარტი, 23:14 გაი ვინჩი, ოჯახის ფსიქოლოგი, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია, წყვილებს ეხმარება, ფიქრობს, რომ ბედნიერება და კმაყოფილება სამ მთავარ ფაქტორზეა დამოკიდებული. თანაც, ეს ფაქტორები არაა ინსტინქტური და მათი სწავლა შესაძლებელია. თუმცა, უნარების გამომუშავებას დიდი პრაქტიკა სჭირდება. ვინჩის კოლეგები სხვა ფაქტორებზეც საუბრობენ, რომლებიც ეხმარება წყვილებს, კარგი და ჯანსაღი ურთიერთობა ჰქონდეთ დიდი ხნის განმავლობაში. სტატიაში გაეცნობით რამდენიმე ხერხს, რომელიც დაგეხმარებათ ურთიერთობის შენარჩუნებაში. სტატიის ბოლოს კი ბონუსს იხილავთ ემოციურ ჰიგიენაზე, რომელიც, ფსიქოლოგების თქმით, ისეთვე მნიშვნელოვანია, როგორიც კბილების ყოვედლღიურად გახეხვა. 1. თანაგრძნობა თანაგრძნობა უნარია, შეძლოთ საკუთარი თავის სხვის ადგილას წარმოდგენა. ვინმესთან რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ შეიძლება ფიქრობდეთ, რომ მასზე უკვე ყველაფერი იცით. თუმცა, ასეთი ფიქრი შეიძლება ურთიერთობის განვითარებას გზაზე გადაეღობოს. იმისთვის, რომ ეს შეცდომა თავიდან აირიდოთ, თანაგრძნობა უნდა ისწავლოთ. სცადეთ, პარტნიორის ადგილას წარმოიდგინოთ თავი. დახუჭეთ თვალები და მისი ხასიათებისა და მდგომარეობის გათვალისწინებით იფიქრეთ, რას შეიძლება გრძნობდეს. დაივიწყეთ თქვენი აზრი პრობლემაზე, სცადეთ, სხვა ადამიანის ემოციები გაიგოთ. ეს პრაქტიკა დაგეხმარებათ, გამოიჩინოთ ემპათია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობისთვის. 2. ემოციური მხარდაჭერა წინა პუნქტი თითქოს წინ უძღვის ამ პუნტქს. იმას ვგულისხმობთ, რომ სხვის ადგილას თავის წარმოდგენა მხოლოდ მაშინ კი არ უნდა სცადოთ, როცა ისინი გასაჭირში არიან, არამედ ძალიან მწვავე კამათის დროსაც. კამათის დროს ძალიან ცოტა ადამიანი თუ ამბობს: "რა თქმა უნდა, შენ გაქვს უფლება, ამას გრძნობდე და მე ეს მესმის". ეს სიტყვები, რომლებსაც მაგიური ეფექტი აქვს, ყველაფერს გააუმჯობესებს. თქვენი პარტნიორი გაიაზრებს, რომ გესმით მისი გრძნობები. ეს კი მასში უარყოფით ემოციებს შეამცირებს და კამათის მოგვარებაც გამარტივდება. 3. ყურადღება და თავაზიანობა ჩვენ ყველას გვაქვს მიდრეკილება, არ დავაფასოთ ყურადღებიანობისა და თავაზიანობის გამომხატველი ქმედებები. ასეთი უარყოფითი წრე ხშირად გვხვდება ურთიერთობებში: ერთი პარტნიორი აღელვებულია, მეორეც ღელავს და ეს ხშირად კონფლიქტს უწყობს ხელს. ასეთ შემთხვევაში ყურადღებას, ყვავილების თაიგულს, საყვარელ შოკოლადს, გემრიელ ვახშამს ან ჩახუტებას შეუძლია წრის გარღვევა და კონფლიქტის მოგვარებისკენ ნაბიჯის გადადგმა. რა თქმა უნდა, ყურადღება მთლიანად ვერ მოაგვარებს პრობლემას, მაგრამ თუ ურთიერთობა ჯერ კიდევ არაა დანგრევის ბოლო სტადიაზე, მაშინ ეს ტაქტიკა უნდა სცადოთ. 4. პარტნიორობა ზოგი წყვილი იმდენად ეჩვევა ერთმანეთს, რომ პარტნიორს ოთახის მეგობარივით უყურებს და იწყებს საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებას. ასეთ შემთხვევაში, ზოგი ადამიანი ხშირად ყურადღებას არ აქცევს პარტნიორის აზრს და თავად იღებს გადაწყვეტილებას. ეს კი ყველაზე უარესია, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ. ასეთი ქცევა კონფლიქტს გამოიწვევს და შეიძლება, დაშორებამდეც მიგიყვანოთ. ამის ასაცილებლად, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები აუცილებლად პარტნიორთან ერთად უნდა მიიღოთ. 5. სპეკულაცია ნუ ეცდებით, წაიკითხოთ ქვეტექსტები პარტნიორის ნათქვამში, როცა ის ნეიტრალურ ან სასიამოვნო რამეს გეუბნებათ. ასე არარსებულ კონფლიქტს წარმოქმნით, რომლის მიზეზებიც მხოლოდ თქვენს თავში არსებობს. არ მიმართოთ სპეკულაციას არცერთ სიტუაციაში, უბრალოდ, სთხოვეთ პარტნიორს, პირდაპირ გითხრათ, რასაც გულისხმობს. 6. მადლიერება ყოველთვის, როცა შანსი მოგეცემათ, უთხარით თქვენს პარტნიორს, რა მადლიერი ხართ. შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ეს სიტყვები ჯადოსნურია. თქვენი პარტნიორი გაიაზრებს, რომ მართლა მნიშვნელოვანი და საჭიროა. "მადლობას" კი მალე განსაკუთრებულ ფრაზად კი არა, ნორმალურ სიტყვად აღიქვამთ. 7. ნუ გაღიზიანდებით უმიზეზოდ იმისთვის, რომ ორივე პარტნიორი კმაყოფილი იყოს ურთიერთობით, მათ უნდა იმუშაონ ამაზე, ისწავლონ საუბარი, პრობლემების გადაჭრა და კომპრომისზე წასვლა. ნუ უპასუხებთ თქვენი პარტნიორის ქმედებებს და სიტყვებს გაღიზიანებით, თორემ მისგანაც იმავეს მიიღებთ. 8. ბედნიერება ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ის, ვისთანაც აქვს ურთიერთობა, მთლიანად მხარს უნდა უჭერდეს ყველაფერში. ეს მხოლოდ ნაწილობრივაა სიმართლე. სინამდვილეში, ბედნიერება ვინმე სხვაში კი არა, თქვენივე თავშია. თუ ურთიერთობამდე ცუდად გრძნობდით თავს, ურთიერთობა თქვენს ცხოვრებას მხოლოდ ნაწილობრივ გამოასწორებს. მისი დასრულების შემდეგ კი ისევ უარყოფითი ემოციები დაგიბრუნდებათ. არ იფიქროთ, რომ ამაზე თქვენი პარტნიორია პასუხისმგებელი. თქვენი ბედნიერების არქიტექტორი თვითონ ხართ. უბრალოდ, გახსოვდეთ ეს! 9. ჭორაობა არასდროს თქვათ რამე ცუდი პარტნიორზე მის ზურგს უკან. მნიშვნელობა არ აქვს, ის გაიგებს თუ არა ამის შესახებ, მნიშვნელოვანი ისაა, რომ ადრე თუ გვიან პარტნიორთან პრობლემას მოაგვარებთ, ნათესავს და მეგობარს კი, ვისთანაც იჭორავეთ, ყოველთვის ემახსოვრება ის ცუდი რაღაცები, რაც უთხარით. სიმართლე რომ ვთქვათ, იმ მომენტში მხოლოდ ვინმეს მხარდაჭერა გჭირდებოდათ და სულ არ გადარდებდათ, სწორად იქცეოდით თუ არა, ასე არაა? იყავით გონიერი. ურთიერთობებში პრობლემებზე პარტნიორთან ისაუბრეთ, მაგრამ არა - ცხელ გულზე. როცა მშვიდად განიხილავთ ყველაფერს, ურთიერთობის დიდ ხანს გაგრძელების შანსიც მოიმატებს. ბონუსი: ემოციური ჰიგიენა ძალიან ცოტა ადამიანი აქცევს ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას იმდენივე ყურადღებას, რამდენსაც - ფიზიკურს, არადა, ხშირად ფსიქოლოგია მეტად გვაქვს დაზიანებული, ვიდრე სხეული. გაი ვინჩის აზრით კი, ფსიქოლოგიის ყველაზე დიდი მტერი რუტინაა. რუტინა ნიშნავს ისევ და ისევ ერთ რამეზე ფიქრს. მაშინაც კი, როცა რამე შეცდომას დაუშვებთ ან ურთიერთობას დაამთავრებთ, ამაზე მაინც დიდ ხანს ფიქრობთ. ვინჩის მოსაზრებით, ყოველთვის, როცა რამე ნეგატიურზე იწყებთ ფიქრს, განზრახ რამე პოზიტიურზეც უნდა იფიქროთ. ცოტა ხნის შემდეგ კარგ რამეზე დაიწყებთ ფიქრს და მერე ეს ჩვევაშიც გადაგეზრდებათ. გახსოვდეთ, იმას, თუ როგორ ფიქრობთ თქვენ გარშემო მომხდარ მოვლენებზე, დიდი როლი აქვს თქვენს ცხოვრებაში. და თქვენ რას ფიქრობთ? რა არის ბედნიერი და ჯანსაღი ურთიერთობების გასაღები? გაგვიზიარეთ❤ –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ასევე დაგაინტერესებთ: 1. ფსიქოლოგებმა გამოავლინეს ფლირტის 10 სტრატეგია, რომელიც ყველას სასურველს გახდის 2. 6 მითი სიყვარულზე, რომლისაც ხალხს დღესაც სჯერა 3. მეცნიერები ხსნიან მიზეზებს, თუ რატომ არის გვიან ასაკში ქორწინება უფრო ბედნიერი, ვიდრე ადრეულ ასაკში 2253 4-ს მოსწონს
|