x
image
მანჩო 777
სტივენ ჰოკინგის უკანასკნელი სტატია: პარალელური სამყაროების არსებობის მტკიცებულება

სტივენ ჰოკინგი გარდაიცვალა, მაგრამ მისი მემკვიდრეობა მეცნიერული აღმოჩენებისა კვლავ დიდხანს იქნება ცოცხალი. მისმა უკანასკნელმა ნაშრომმა შესაძლებელია საფუძველი დაუდოს XXI საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მეცნიერულ აღმოჩენას. Sunday Times -ში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ ასტროფიზიკოსის უკანასკნელ ნაშრომში ზედმიწევნით დეტალურად არის აღწერილი მეთოდი, რომლის მიხედვითაც მეცნიერები შეძლებენ პარალელური სამყაროს აღმოჩენას.




image



უკანასკნელი შესწორება აღნიშნულ ნაშრომში გაკეთებული იქნა 4 მარტს, ანუ ჰოკინგის სიკვდილამდე 10 დღით ადრე. ეს არის მათემატიკური ხასიათის სტატია, რომელშიც გადმოცემულია მულტისამყაროს არსებობის თეორიის მტკიცებულებანი ანუ დამტკიცება იმისა, რომ არსებობს სხვა უამრავი პარალელური სამყარო, რომლებიც ჩვენ სამყაროსთან ერთად არსებობენ.


''ტომას ჰერტოგმა-მეცნიერმა, რომელიც ჰოკინგის უკანასკნელი ნაშრომის თანაავტორია, განაცხადა, რომ მათი მიზანი იყო მულტისამყაროს იდეა გადაექციათ ყველანაირად დამტკიცებულ თეორიად და მეცნიერულ საფუძვლად'', - წერს გამოცემა Business Insider . ჰერტოგმა აგრეთვე აღნიშნა, რომ აღნიშნული სტატია მან მხოლოდ სტივენ ჰოკინგთან თათბირის შემდეგ გამოაქვეყნა, რაც დარწმუნდა, რომ მეცნიერი სრულებით ადასტურებდა აღნიშნული თეორიის ნამდვილობას.



image




სტატიაში მოყვანილია მათემატიკური გამოთვლები იმის შესახებ, თუ კოსმოსურმა ზონდმა როგორ უნდა მოიპოვოს პარალელური სამყაროს არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.


ჰოკინგის და ჰერტოგის გამოკვლევაში აღნიშნულია, რომ მულტისამყაროს არსებობის მტკიცებულებები უნდა გაიზომოს იმ ფონური გამოსხივების მეშვეობით, რომელიც სამყაროს საწყისს განსაზღვრავს. დოკუმენტში აგრეთვე ნავარაუდევია, რომ ამ გამოსხივების აღმოჩენა შესაძლებელია ღრმა ღრუიანი ზონდით, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი გადამცემებით.


Times-მა აგრეთვე აღნიშნა, რომ თუ ეს ჰიპოთეზა გამოქვეყნდება, ხოლო შემდგომი გამოკვლევები მართლაც დაადასტურებენ პარალელური სამყაროების არსებობას, აღმოჩენის ავტორი მეცნიერები, სავარაუდოდ, ნობელის პრემიის მფლობელები გახდებიან, მაგრამ ეს პრემია სიკვდილის შემდეგ არავის არ მიენიჭება, ამიტომ ჰოკინგს (ანუ მის მემკვიდრეებს ) მასზე უფლება არ ექნება. თუმცა არის მეორე მხარეც- ვერსიის ნამდვილობის დასამტკიცებლად არაერთი წელი იქნება საჭირო. სამწუხაროდ, ამავე პრობლემების გამო ჰოკინგი ნობელის პრემიაზე წარდგენილი არასოდეს არ ყოფილა.



image


როგორც თეორეტიკოსი ფიზიკოსის, ჰოკინგის ბევრი აღმოჩენა და კვლევა ურთულესია მათმატიკური და მეცნიერული თვალთახედვით და პრაქტიკულად მათი დამტკიცება თანამედროვე ტექნოლოგიებით შეუძლებელია. ნობელის პრემიის კომიტეტი კი თავის ჯილდოს მხოლოდ მაშინ გადასცემს, როცა აღმოჩენა პრაქტიკულად იქნება დამტკიცებული.


სწავლული, განათლებული ადამიანების გულებში სტივენ ჰოკინგი მუდამ დარჩება, როგორც მეცნიერების უდიდესი პოპულარიზატორი. მისი მრავალრიცხოვანი მიმდევრების წყალობით ასტროფიზიკოსის შრომები და თეორიები მუდმივად იცოცხლებს და მომავალშიც განვითარდება.



2
458
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
458
  
2018, 8 მაისი, 18:42
ტრილიონობით პარალელური სამყარო არსებობს. არა ერთი და ორი :) ეს თითქმის დამტკიცებულია უკვე სიმების თეორიით. უბრალოდ გაფორმებაღა დარჩა.
2018, 22 მარტი, 13:33
ძალიან საინტერესო თემაა, იმედია ჩვენი თაობა მოესწრება ამის დამტკიცებას და პარალელურ სამყაროზე უფრო მეტს გავიგებთ.
0 1 2