x
image
მანჩო 777
საბჭოთა პერიოდის "აკრძალული ზონები"
მათ, ვისაც საბჭოთა კავშირში მოუწიათ ცხოვრება, კარგად ახსოვთ იმდროინდელი ცენზურის და აკრძალვების გემო. გარდა იმისა, რომ დასავლეთის ''რკინის ფარდის'' მიღმა გახედვა შეუძლებელი იყო, თავად ქვეყანაში მიმდინარე ბევრი სამხედრო თუ სამოქალაქო პროექტი მკაცრად იყო გასაიდუმლოებული და ფართო საზოგადოებისათვის მიუწვდომელი. არსებობდა ეგრეთ წოდებული ''აკრძალული ზონები'', დაკავშირებული სამხედრო და ტექნიკურ პროგრესთან, რომლის გამოც ხელისუფლება უზარმაზარ მსხვერპლზე მიდიოდა-იქნებოდა ეს ფინანსური თუ ჰუმანოიდური, თუმცა მათ ავტორებს ავიწყდებოდათ ერთ რამ: ნებისმიერი ტექნოკრატიული მომავალი-ეს უტოპიაა.


image


მოდით, ერთად ვიმოგზაუროთ საბჭოეთისდროინდელი "დიდი პროექტების" ადგილებში, რომლებთანაც დაკავშირებული იყო გრანდიოზული გეგმები და იმედები, რომელთაც დღესდღეობით ყოველგვარი მნიშვნელობა დაკარგეს - როგორც ტექნიკური, ასევე იდეოლოგიური გაგებით და განწირული არიან ნელი და უსახელო სიკვდილისათვის.

მაშ ასე, თქვენს წინაშეა ''აკრძალული ზონები'' საბჭოთა კავშირიდან.




ვერტიკალური აფრენა-დაშვების თვითმფრინავი ამფიბია ВВА-14. სსრკ-ში ასეთი სულ ორი თვითმფირინავი აიგო, თუმცა ერთმა მათგანმა პირველსავე საცდელ გაფრენაზე განიცადა კატასტროფა


image



ჩრდილო პოლუსთან ახლოს აშენებული საცხოვრებელი სახლები, რომლებიც განკუთვნილი იყო ახალი ტიპის ბიოლოგიური იარაღის გამოგონებაზე მომუშავე მეცნიერებისათვის


image



დიზელზე მომუშავე მსოფლიოში ყველაზე დიდი წყალქვეშა ნავი


image



ყოფილი მეშახტეთა ქალაქი. მას შემდეგ, რაც ის დაცარიელდა, აქ გახსნეს პოლიგონი საჰაერო - სავარჯიშო დამომბვებისათვის. სურათზე აღბეჭდილი ყოფილი კულტურის სახლი ერთ-ერთ სამიზნეს წარმოადგენდა


image



ქალაქი, სადაც საბჭოთა პერიოდში ამზადებდნენ რაკეტის ძრავებს. მან 1992 წლამდე იარსება

image



ანტენა საპლანეტთაშორისო კავშირისათვის. საბჭოთა კავშირი გეგმავდა ბაზების შექმნას უცხო პლანეტებზე და ამზადებდა ინფრასტრუქტურას მათთან ურთიერთობის დასამყარებლად


image



მემორიალი მიტოვებულ ატომურ სადგურზე



image


0
343
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
343
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0