x
image
მანჩო 777
Samsung - ის გენიალურად მარტივმა იდეამ შესაძლოა ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს
სტატისტიკის მიხედვით, გზებზე მომხდარი ავარიების 80% არასწორი გასწრების მიზეზით ხდება. გასწრების დროს მძღოლმა სამი აუცილებელი წესი უნდა დაიცვას: უნდა დარწმუნდეს, რომ თავად მას არავინ უსწრებს უკნიდან, უნდა დარწმუნდეს, რომ საპირისპირო მხრიდან მომავალი ტრანსპორტი არაა, უნდა გადავიდეს მოძრაობის საპირისპირო მხარეს და გასწრების შემდეგ დაუბრუნდეს ისევ თავის ზოლს.


ამ პოსტში არ ვისაუბრებთ გასწრების შესაძლო ვარიანტზე რეგულირებად და არარეგულირებად გზაჯვარედინებზე მოძრაობისას, - ამას ავტოსკოლაში გასწავლიან. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ კომპანია Samsung-ის საოცრად მარტივმა, მაგრამ ამავე დროს გენიალურმა იდეამ როგორ შეიძლება გადაარჩინოს ათასობით ადამიანის სიცოცხლე.


image


მათ, ვისაც მანქანა ჰყავს და ხშირად უხდება ქალაქგარეთ ან რაიონებში მგზავრობა, ალბათ ხშირად ჰქონიათ სიტუაცია, რომ მსუბუქი მანქანის წინ მიმავალი სატვირთო ტრაილერი გზას უკეტავს მანქანებს, გზის ხედვას ართულებს და გასწრებას ლამის შეუძლებელს ხდის. წინ მიმავალი მანქანის დიდი გაბარიტების გამო რთული დასანახია არამარტო საპირისპირო მხრიდან მომავალი ავტომობილი, არამედ ტრაილერის წინ მოძრავი მანქანაც. ასეთ დროს გასწრება მეტად სახიფათოა და გამოცდილ მძღოლსაც კი შეიძლება ავარია შეემთხვას (ავტორეგისტრატორებით გადაღებული ასეთი ავარიების უამრავი ვიდეო დევს YouTube-ზე).



კომპანია Samsung-ის არგენტინულ განყოფილებაში დიდხანს ფიქრობდნენ, თუ რა გამოსავლის პოვნა არის შესაძლებელი ამ სიტუაციდან. მათ იპოვეს ამ პრობლემის მარტივი, მაგრამ გენიალური გადაწყვეტა. ეს ის შემთხვევაა, როცა თითოეული თქვენგანი გულში გაიფიქრებს: "რატომ მე არ მომივიდა ეს აზრად?"


ექსპერიმენტის სახით კომპანია Samsung-მა თავისი ავტომობილების წინა მხარეს დაამაგრა კამერები, ხოლო მის უკანა მხარეს-ეკრანი. მძღოლი ავტომობილისა, რომელიც ასეთი სატვირთოს უკან მოძრაობს, სავსებით უსაფრთხოდ დარწმუნდება, ცარიელია თუ არა მოძრაობის საპირისპირო მხარე და შეასრულოს გასწრების მანევრი. ამას უფრო თვალნათლივ ეს ვიდეო გიჩვენებთ:



დამეთანხმებით, რომ მართლაც შესანიშნავი იდეაა, თუმცა საწყენია ერთი რამ: ასეთი სისტემა, სავარაუდოდ, რეალურ გზებზე არასოდეს არ იქნება გამოყენებული, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანაში მაინც. რატომ?-იმიტომ, რომ სატვირთოებისა და ტრაილერების მეპატრონეებისათვის არახელსაყრელია კამერების და ეკრანების დამონტაჟება, რადგან ეს საკმად მოზრდილი თანხა დაჯდება. ამასთანავე გაიზრდება საწვავის ხარჯი, რადგან სისტემის ელემენტებს დამატებითი კვების წყარო დაჭირდებათ. სამყაროში, სადაც ადამიანის სიცოცხლეზე წინ ფული დგას, ამ გამოგონებას მომავალი არა აქვს!



2
395
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
395
  
2015, 16 ივნისი, 19:57
მართლაც კარგია, ხორცშესხმაზე თუ იზრუნა ვინმემ
2015, 16 ივნისი, 19:37
ძალიან მაგარი იდეაა
0 1 2