საბუნებისმეტყველო ორთავიანმა გველმა მეცნიერები საგონებელში ჩააგდო 2018, 21 მარტი, 17:12 აშშ-ში, ფლორიდის შტატში მდებარე გველსაშენში დაიბადა გველი, რომელსაც ორი თავი, ორი გული და საჭმლის მომნელებელი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ორი სისტემა აქვს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მსგავსი შემთხვევა მათ არასოდეს უნახავთ. მუტაციის შედეგად დაბადებულ ქვეწარმავალს ისინი ერთ ტყავში გახვეულ ტყუპებს ადარებენ.
ფლორიდის ეგზოტიკური ცხოველების შემსწავლელი ცენტრის მეცნიერებმა უცნაური არსება რენტგენის და ულტრაბგერითი სხივებით გამოიკვლიეს. " შოკში ჩავვარდი, როცა მეორე გული დავინახე, - განაცხადა დოქტორმა ლორეინ ტირელმა, - როგორც წესი, ასეთ ცხოველებს შინაგანი ორგანოების მხოლოდ თითო ცალი აქვთ". როგორც კი გველის მფლობელმა ეს ორთავიანი არსება შენიშნა, იმწამსვე გააქანა ის გამოსაკვლევად ვეტერინართან. დანარჩენი უცნაურობები-ორი გული და საჭლის მომნელებელი ორ სისტემა-შემდგომი გამოკვლევებისას იქნა აღმოჩენილი. ორთავიანი გველები-არც თუ ისე იშვიათი შემთხვევაა, ამ ანომალიას პოლიცეფალია ეწოდება, თუმცა მახრჩობელა გველი, რომელსაც ორ წყებად აქვს შინაგანი ორგანოები, უიშვიათესია და მეცნიერების ინტერესის საგანს წარმოადგენს. დოქტორ ტილერის თქმით, ორმაგი საჭმლის მომნელებელი სისტემა ქვეწარმავალს დიდ შანსს აძლევს გადარჩენისა, რადგან ამგვარი ანომალიებით დაბადებული ცხოველები, როგორც წესი, დიდხანს ვერ ცოცხლობენ. "- ზოგადად ორთავიან გველებს საჭმლის მომნელებელი მხოლოდ ერთი სისტემა და ერთი ღვიძლი აქვთ, რაც მათ არ აძლევს საშუალებას სრულყოფილად იკვებონ და გამოყონ ნარჩენები ორგანიზმიდან, ამიტომ ისინი მალე იღუპებიან და ვერ აღწევენ ზრდასრულ ასაკამდე. ამგვარი პრობლემები ამ გველს არ აქვს, ამიტომ მას აქვს დიდი შანსი გადარჩეს. ჩვენ მას სისტემატურად დავაკვირდებით და გამოვიკვლევთ", - განაცხადა მან. მახრჩობელა გველები ცოცხლადმშობიარე ქვეწარმავლების კლასს განეკუთვნებიან. მეცნიერების თქმით, გენეტიკური ცვლილება მოხდა ემბრიონის ფორმირების პროცესში, როცა დაიწყო კვერცხუჯრედის გაყოფა, თუმცა ეს პროცესი, რაღაც მიზეზების გამო არასრულყოფილად წარიმართა. დასასრულს, მინდა შემოგთავაზოთ ვიდეო, რათა საკუთარი თვალით ნახოთ ეს უცნაური არსება. 147 8-ს მოსწონს
|