x
image
Culture Express
1959 წელს დიორმა მოულოდნელად მოდელები მოსკოვის ქუჩებში გაუშვა - შოკირებული საბჭოთა მოქალაქეების რეაქცია
image გასაბჭოების შემდეგ მთელს საბჭოთა კავშირის მასშტაბით ძირეული ცვლილებები დაიწყო მოდის სფეროშიც. აიკრძალა განსხვავებულად ჩაცმა, სიტყვა მოდა აიკრძალა და ადამიანის სამოსი იმ იდეოლოგიის გამომხატველად იქნცა რასაც ქვეყნის მთავარი იდეოლოგები იზიარებდნენ. ფაბრიკები ერთნაირ სამოსს აწარმოებდნენ განსხვავებულად ჩაცმა კი მხოლოდ ინტელიგენციის იმ წარმომადგენლებს შეეძლოთ, რომელბსაც საზღვარგარეთ გასვლის ნება ჰქონდათ.

სწორედ ამოიტომ გამოიწვია დიორის მოდელების გამოჩენამ მოსკოვის ქუჩებში შოკი საბჭოთა ადამიანებში

image

1959 წლის ივნისში მოსკოვს კრისტიან დიორის მოდელები ეწვივნენ პარიზიდან, მაშინ დამწყები დიზაინერის ივ სენ ლორანის ხელმძღვანელობით.


იმის მიუხედავად რომ მათ ჩამოსვლამდე სპეციალური ინსტრუქცია გადაეცათ, რომლის ფარგლებშიც მათ ფოტოგადაღებები, ბავშვებისთვის, სახლებისთვის და სამხედრო დანიშნულების ობიექტების ფოტოების გადაღება ეკრძალებოდათ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა.

image

დიორის თორმეტმა მოდელმა სენ ლორანთან ერთად გაზაფხული ზაფხულის კოლექცია აჩვენა, ჩვენება კულტურის სახლში გაიმართა, რომელზე დასწრების უფლებაც მხოლოდ პარტიული ელიტის წევრებს და მათ უახლოეს ადამიანებს მისცეს. ამბობენ სწორედ იმიტომ რომ ფართო საზოგადოებამ მათი კოლექცია ვერ ნახა და ხალხზე ეფექტი ვერ მოახდინა ჩვენების ფრანგმა ორგანიზატორმა სუზანა ლუპენმა "დიორის" მოდელები პირდაპირ მოსკოვის ქუჩებში გაუშვა სასეირნოდ. საბჭოთა კავშირის მოქალაქეები ფრანგი მოდელების ნახვის შემდეგ შოკში ჩავარდნენ

image

image


image
მოდელებს მოსკოვის ქუჩებში მეგზურობა "LIFE"-ს ფოტოგრაფები უწევდნენ, რომლებმაც გასეირნება ფოტოკამერებით გადაიღეს.

როგორც შემდგომში გაირკვა ეს შემთხვევა ცივი ომის პერიოდში სპეციალურად იყო დაგეგმიფი ფრანგული მხარის მიერ, რათა საბჭოთა მოქალქეები ჩავარდნილიყვნენ შოკში და მათ დაენახათ თუ რამხელა უბსკრული იყო საბჭოთა მოდასა და ფრანგულ მოდას შორის..

imageimage


0
179
5-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0