x
image
Culture Express
უმშვენიერესი თაკო ნაცვლიშვილი პაპარაცებმა "ვიქტორიას სექრეთის" ქასთინგზე დააფიქსირეს - აქვს თუ არა შოუში მოხვედრის დიდი შანსი ქართველ ტოპ-მოდელს?
image ნიუ-იორკში "ვიქტორიას სექრეთის" საოცარი შოუს ყოველწლიური ქასთინგი გაიმართა, უკვე ტრადიციად იქცა ულამაზესი გოგონები ყავითა და მათი პორტფოლიოებით ხელში, რომლებიც, როგორც მექაში მოხვედრილი პილიგრიმები, ისე გადაადგილდებიან ნიუ-იორკის ქუჩებში.


ქასთინგიდან გამოსულებს კი სხვადასხვა მოდის ბლოგერები და რეპორტიორები ხვდებიან და აფიქსირებენ თუ როგორ ფორმაში, რა ბრენდის ტანსაცმელით მიდიან ულამაზესი გოგონები ქასთინგზე.. მოდელები, განსაკუთრებით ელოდებიან პაპპარაცების გამოჩენას და მათთვის სიამოვნებით პოზირებენ

image

19 წლის ქართველმა ტოპ-მოდელმა თაკო ნაცვლიშვილმა შოუს ქასთინგში მოხვედრა კიდევ ერთხელ სცადა, ის დედასთან ერთად ნიუ-იორკში რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა, თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიიღებდა თუ არა თაკო წელსაც შერჩევაში მონაწილეობას არ გავრცელებულა.


თაკოს დედის, ნინო ცქიტიშვილის ინფორმაციით, რომელიც თაკოს მთავარი გულშემატკივარია, თაკო ამ ნაკადზე ნამდვილად ფავორიტი გოგონაა. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ უამრავ საოცარ გოგონას ქართული სილამაზე დიდ კონკურენციას უწევს.

image

ქასთინგიდან გამოსული თაკო სპეციალურად პაპპარაცებისთვის რამდენიმე წუთით გაჩერდა და რამდენიმე ფოტო გადაიღო, საიდანაც ჩანს რომ მოდელი ძალიან კარგ განწყობაზეა.

შეგახსენებთ რომ თაკო ნაცვლიშვილი "ვიქტორიას სექრეთის" ქასთინგზე წელს პირველად არ იმყოფება, გასულ წელს დიდი ბუმი იყო ინტერნეტ სივცრეში, როდესაც ქართველი მოდელი ქასთინგზე იმყოფებოდა და პირველი ტური წარმატებით გადალახა, თუმცა საბოლო ჯამში შოუში ვერ მოხვდა, როგორც მოდის ბლოგერები წერენ, თაკო ნაცვლიშვილს წელს გაცილებით მეტი შანსი აქვს, ასაკის მატებასთან ერთად, ის ერთი წლის განმავლობაში ინტენსიურად ვარჯიშობდა და ამან შედეგი ნამდვილად მოიტანა.

image

0
274
1-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
274
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0