სხვა როცა ყველაფერი მქონდა... 2018, 21 მარტი, 10:18 მე და ჩემი ქმარი ვიდექით კაფეში და ყავას ვსვამდით. ქმარი ახალგაზრდა და ლამაზი იყო და მე ის მიყვარდა. მეცვა ძველი პალტო, რომელიც სიცოცხლეს მიმწარებდა. მე არასრულფასოვნების კომპლექსით ვიტანჯებოდი და მეზიზღებოდა ეს პალტო, რომელიც არ მათბობდა და მხოლოდ მამახინჯებდა. კაფე იაფიანი იყო, ხოლო ყავა – უგემური. და მე ვოცნებობდი, რომ ოდესმე, ჩვენ გემრიელ ყავას დავლევდით კარგ რესტორანში და მე მოდურად ჩაცმული ვიქნებოდი. ქმარი, გაბრწყინებული თვალებით მიყურებდა, მას მე ვუყვარდი და არ იცოდა, თუ რაზე ვწუხდი. ... ის ახალგაზრდა გარდაიცვალა, ხოლო მე, დავრჩი.მას შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში, ბევრი კაფე და ყავა იყო და კიდევ, ბევრი მოდური პალტო. ის კი, არ იყო. მე ხშირად ვიხსენებ ჩემი ცხოვრების ამ ეპიზოდს, როცა ყველაფერი მქონდა, ხოლო მე, ამის შესახებ არ ვიცოდი. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: ვნების ყვავილი (როდესაც მეუღლე უყვარს და სხვაც შეუყვარდება...) - ძალიან საინტერესო იგავი 5 მოკლე ისტორია ცხოვრებასა და გრძნობებზე
242 9-ს მოსწონს
|