სხვა ვნების ყვავილი (როდესაც მეუღლე უყვარს და სხვაც შეუყვარდება...) - ძალიან საინტერესო იგავი 2017, 29 ნოემბერი, 15:57 გათხოვილი ქალიშვილი დედასთან რჩევის საკითხად მივიდა: — დედა, მე ისე მიყვარს ჩემი ქმარი. მაგრამ, ცოტა ხნის წინ, სხვა ადამიანს შევხვდი და ახლა, ჩემი ყველა აზარი მხოლოდ მას უკავშირდება. არ მინდა ქმარს ვუღალატო, აზრებშიც კი... მაგრამ, ძალა არ მყოფნის, რომ ეს ცოდვილი გრძნობები სულიდან ამოვიგლიჯო. რა გავაკეთო? დედამ მოუსმინა და უპასუხა: — შვილო, ჩვენი გრძნობები — ყვავილებია, რომლებიც ჩვენს სულში იზრდება. შენს სულში, ამჟამად ორი ყვავილია. მათ შორის ერთი — ძალიან ნაზი, ღია ფერის არის. ის შენი, ქმრისადმი ღირსეული სიყვარულის ყვავილია, რომელიც თავადვე დარგი. ის მთელი შენი ცხოვრების მანძილზე იყვავილებს და სიხარულის ნაყოფსაც მოგცემს. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, თუ მის მორწვას გააგრძელებ. მეორე ყვავილი — კაშკაშაა, მაგრამ ვნების შხამიანი ყვავილი არის, რომელიც უკითხავად ამოვიდა შენს სულში და როგორც სარეველა, ისე პარავს ძალებს პირველ ყვავილს. ამასთან, მისი სიცოცხლე ხანმოკლეა და რამდენიც არ უნდა მორწყა, ნაყოფს მაინც არ მოგცემს. შვილო, მეორე ყვავილის ამოგლეჯა სულიდან, შენს ძალებს აღემატება. მაგრამ, შენ ყოველთვის გაქვს არჩევანის საშუალება: შეგიძლია აირჩიო, რომელი ყვავილი მორწყა და რომელი არა. თუ მხოლოდ პირველს მორწყავ, მეორე მალე დაჭკნება და შეწყვეტს შენი სულის მოწამვლას… თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: ცხოვრების გაკვეთილები – იგავები, რჩევები, ბრძნული აზრები 289 9-ს მოსწონს
|