საბუნებისმეტყველო დინოზავრები (ნაწილი მეშვიდე) 2018, 20 მარტი, 3:00 1) ალიორამუსი - ბინადრობდა აზიაში ცარცული პერიოდის მაასტრიხტულ ხანაში, 72, 1 - 66 მილიონი წლის წინ. მისი განამარხებული ნაწილები აღმოჩენილია მონღოლეთში. იზრდებოდა დაახლოებით 6 მეტრის სიგრძის და 2 მეტრზე მაღალი. იყო ხორცისმჭამელი ტირანოზავრისებრი. 2) ალოზავრი - ბინადრობდა 3 კონტინენტზე - აფრიკაში, ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში იურული პერიოდის კიმერიჯიული ხანიდან ტითონიურ ხანამდე, 157, 3 - 145 მილიონი წლის წინ. იყო ხორცისმჭამელი მონადირე. იზრდებოდა 9.7 მეტრის სიგრძის და 3 მეტრზე მაღალი. 3) ალნაშეტრი - ბინადრობდა სამხრეთ ამერიკაში ცარცული პერიოდის კენომანურ ხანაში 100, 5 - 93, 9 მილიონი წლის წინ. განამარხებული ნაწილები აღმოჩენილია არგენტინაში. რიო ნეგროს პროვინციაში, კანდელეროს ფორმაციაზე. იყო ხორცისმჭამელი და ასევე ინსექტივორი ანუ მწერიჭამია და იზრდებოდა დაახლოებით ლაბრადორის ზომის და ძალიან ჰგავდა დღევანდელ ფრინველებს. 4) ალოკოდონი - ბინადრობდა ევროპაში შუა იურულ პერიოდში, 174, 1 - 163, 5 მილიონი წლის წინ. განამარხებული ნაწილები აღმოჩენილია პორტუგალიაში. იყო ყველაფრისმჭამელი და იზდებოდა სიგრძის ერთ მეტრზე მეტი და სიმაღლით 50 სმ. 5) ალტირინუსი ბინადრობდა აზიაში ცარცული პერიოდის აფციურიდან ალბიურ ხანამდე, 125 - 100, 5 მილიონი წლის წინ. განამარხებული ნაწილები აღმოჩენილია მონღოლეთში. დორნოგოვის პროვინციაში, ხუხტეკის ფორმაციაზე. იყო ჰერბივორი ანუ მცენარისმჭამელი და იზრდებოდა სიგრძით 8 მეტრი, ხოლო სიმაღლით 2, 5 მეტრი. ავტორი: თორნიკე ფხალაძე 52 3-ს მოსწონს
|