x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
"ის, რაც ცოტა ხნის წინ გიორგი გაბუნიას მანქანასთან მოხდა, არის სრული მარაზმი და ნათლად ასახავს იმ დონეს რაც საქართველოში არსებობს„ - თამთა თოდუა
image

ის, რაც ცოტა ხნის წინ გიორგი გაბუნიას მანქანასთან მოხდა, არის სრული მარაზმი და ნათლად ასახავს იმ დონეს რაც საქართველოში არსებობს.
მანამ გამოხვალთ იმ არგუმენტით ჩემთვის საპირისპიროს დასამტკიცებლად, რომ გაბუნია ჩემი კუმირია და არ შემიძლია ვიყო ობიექტური ბოლომდე ჩაყევით ამ პოსტს.
ამ შემთხვევაში არ შევეხები სხვა ქვეყნებს და უბრალოდ ვისაუბრებ იმ გადმოსახედიდან რასაც მე დღეს საქართველოში ვხედავ.

თქვენ, ადამიანები დღეს ხმამაღლა ყვირით, რომ ღმერთის გწამთ.

ყვირით, რომ ქრისტიანები ხართ.


ყვირით, რომ არავის აქვს უფლება, თქვენს სარწმუნოებას შეურაცხყოფა მიაყენოს.

მაგრამ

თქვენ ხართ სწორედ ის საზოგადოება, რომელიც გამუდმებით, ბღალავს რელიგიას, კონკრეტულად მართლმადიდებლობას ამ შემთხვევაში თავისი საქციელებით.

თქვენ ბრალს დებთ ადამიანებს თუ არ სწამთ თქვენი სარწმუნეობის ან თუნდაც უბრალოდ ღმერთის, მოიხსენიებთ სატანისტებად, ეშმაკებად და ასწორებთ მიწასთან.

ყველაზე დიდი სირცხვილი კი იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ "მორწმუნენო" ყველაფერს აგვარებთ გინებით, ძალადობითა და ყველანაირი სამარცხვინო საქციელით!

მე 16 წლის ვარ და სიმართლე გითხრათ, მრცხვენია იმის რასაც ვხედავ.
მე 16 წლის ვარ და ამ ხნის მანძილზე არასოდეს მინახავს ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ სწამდა და მართლა სწამდა.
არასოდეს, არავის საქციელში არ მინახავს გამოხატულება იმისა, რომ მას მართლა სწამს.

და ყველაზე დიდ სირცხვილად მიმაჩნია ეს.

ეს არის ერის, სარწმუნეობის, ღმერთისა და ყველაფრის სირცხვილი რისიც თქვენ გწამთ და რისთვისაც თქვენ იგინებით!
დიახ, ი გ ი ნ ე ბ ი თ!

ალოგიკურია, როდესაც ადამიანები, ბრბო იბრძვის რწმენისთვის და ბრძოლის ტაქტიკის შერჩევისას ძალადობას ანიჭებს უპირატესობას

მე, დღეს იმაზე მეტად შემრცხვა, ვიდრე შემრცხვებოდა მაშინ, მთელი ქვეყანა რომ მომეტყუებინა და დღეს მე იმაზე მეტად მეტკინა გული ამ რეალობის შემხედვარე, ვიდრე მტკენია მაშინ, როდესაც ყველაფერი გამოუსწორებელ მდგომარეობაში მყოფი მეგონა.

მე დღეს დავინახე, რომ არსად სადაც ამბობენ, რომ ღმერთის სწამთ, ის არ არის.
ღმერთი არ არის.
არსად ახლოს, სადაც ისინი არიან და ყველაზე დიდი მოღალატეები, სწორედ ისინი არიან.

ჩვენ, ქართველები, პრეტენზიას ვაყენებთ პატრიოტიზმზე, რწმენაზე და ყველას, დიდს თუ პატარას ვცდილობთ დავაძალოთ იყვნენ პატრიოტები და იყვნენ მორწმუნენი და ამ დროს, ჩვენი რეალობის ამსახველ კადრებში იმაზე მეტ გინებას მოკრავთ ყურს, ვიდრე წმინდა და მშვიდ ტონს, შესაფერისივე სიტყვებით და იმაზე მეტ რუსულ, გრამატიკულად გამართულ სიტყვას გაიგონებთ, ვიდრე ქართულს და თან გამართულს.

სწორედ ეს არის ერის სირცხვილი.
საქართველო დღეს საერთოდ აღარ არის ერთიანი და სტუმართმოყვარე.
დღეს, მე რომ ვიღაცამ მკითხოს როგორია შენი ქვეყანაო, ვერ ვეტყვი, რომ ის კარგია.
მე მომიწევს ვთქვა, რომ ის მოძალადეა.
თქვენ, ხალხი ხართ მოძალადე.
დღეს, საქართველოში საზოგადოება სრულიად ჩამოუყალიბებელია და ამას ადასტურებს ორი, მოკლე მაგალითი:
1.საზოგადოება რელიგიას იცავს ძალადობით!
2.საზოგადოება პატრიოტიზმისაკენ ერთმანეთს მოუწოდებს ლექსიკონით, რომლის ნახევარიც რუსულ სიტყვებს შეადგენს.

მე არანაირად არ გავამახვილებდი ყურადღებას რუსული სიტყვების გამოყენებაზე რომ არ ვხედავდე ამ სასაცილო არა, მაგრამ უაღრესად სადარდებელ ფაქტს.

ვწუხვარ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მიწევს გაანალიზება იმისა, რომ ერს, რომლის ნაწილიც ვარ, გაგების, მოსმენის, შეწყალების, მიტევებისა და თავისუფლების მინიჭების უნარი არ გააჩნია.
ისინი ზიან ჩარჩოებში და სურთ რომ ჩასვან ყველა.

მე ეს ძალიან მრცხვენია.

ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ, რომ მე ამ ერის ნაწილი ვარ და ძალიან მრცხვენია, რომ ქართველები ჩემს გარშემო ასე იქცევიან.
და მე დღეს, არა სხვა რაიმე, არამედ ზუსტად ქართველები მიქრობენ სურვილს, რომ ვთქვა ხმამაღლა, ქართველი ვარ თქო.

ეს არის მარაზმი და ეს არის დიდი სირცხვილი.
გაბუნია არა, ხალხი, ხალხი რომელიც რელიგიას იცავს ძალადობით!

მადლობა imageimageimage


3
411
8-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
411
  
2018, 21 მარტი, 10:16
ვისაც რცხვენია ქართველობის, მიბრძანდეს იქ, სადაც მისი სურვილია.
2018, 21 მარტი, 10:15
ჭეშმარიტ მორწმუნეებს აყენებ შეურაცყოფას შე ტუტუცო ბავშვო, ერთია რადიკალები რომლებიც რელიგიის სახელით ძალადობენ და მეორეა ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ გაბუნიას უკბილო ხუმრობამ შეურაცჰყო, ძალადობით არ უპასუხია.
რა გინახია ჯერ 16 წლის ბავშვს მრავლობითში, რომ საუბრობ მართლმადიდებლებზე ასე უხეშად.
ამიტომაც გეუბნები: ტუტუცი ხარ, რადგან თეთრსა და შავს შორის განსხვავებას ვერ ხედავ.
2018, 20 მარტი, 2:10
მაგარი გოგოა
0 1 3