x
მეტი
  • 28.11.2024
  • სტატია:138526
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512195
ფოტოგრაფმა 2 წელი გაატარა გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისთვის სურათების გადაღებაში
ტიმ ფლეჩი ბრიტანელი ფოტოგრაფია, რომელმაც ორი წელი გაატარა გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისთვის სურათების გადაღებაში.

სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს მისი შემოქმედებიდან.







ირბისი, იგივე თოვლის ლეოპარდი


ეს დიდი კატა ჩრდილოეთ და სამხრეთ აზიის მთებში ცხოვრობდა, ამჟამად კი - აღმოსავლეთ ჰიმალაისა და იანგციზე. ის ბუნების და ბუნებრივი რესურსების დაცვის საეთაშორისო ორგანიზაციის (IUCN) გადაშენების პირას მყოფი ცხოველების სიაშია შეყვანილი.

image








ეგვიპტური ორბი



ეს ულამაზესი ფრინველი ფარაონის ქათმის სახელითაცაა ცნობილი სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ინდოეთში. მას გადაშენების საფრთხე ემუქრება.

image








პლუგშეარის კუ


პლუგშეარის კუ ერთ-ერთი უიშვიათესი ხმელეთის კუა დედამიწაზე. მაგრამ შესაძლოა, მალე ის საერთოდ ვეღარ ვიხილოთ, რადგან მისი არსებობის საკითხი კრიტიკულია.

image








ყვითელთვალებიანი ხის ბაყაყი


ამ ბაყაყს ულამაზესი ოქროსფერი თვალები აქვს, თუმცა, ეს სახეობა მხოლოდ კოსტა-რიკას რამდენიმე ადგილასღაა დარჩენილი დასავლეთ ცენტრალურ პანამაში. მისი კონსერვაციის სტატუსი სერიოზული საფრთხის ქვეშაა.

image








თუთიყუში Hyacinth Macaw


Hyacinth Macaw ცენტრალურ და აღმოსავლეთ სამხრეთ ამერიკისთვის დამახასიათებელი თუთიყუშია. ის სხვა ნებისმიერი სახეობის თუთიყუშზეა დიდია. მისი სიგრძე 100 სანტიმეტრია. სამწუხაროდ, ეს ულამაზესი ფრინველიც გადაშენების პირასაა.

image








შავი ცხვირპაჭუა მაიმუნი


შავი ცხვიპაჭუა მაიმუნი ერთ-ერთია იმ ცხოველთაგან, რომლებსაც გადაშენების ყველაზე დიდი საფრთხე ემუქრებათ. მიუხედავად იმისა, რომ 1975 წლიდან ჩინეთის მთავრობამ ამ მაიმუნზე ნადირობა აკრძალა, სახეობის არსებობა მაინც სულ უფრო და უფრო მცირდება.

image









ინდური ნიანგი - Indian Gharial


Indian Gharial ასევე ცნობილია, როგორც თევზისმჭამელი ნიანგი და ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილშია გავრცელებული. პლანეტაზე მხოლოდ რამდენიმე მათგანია დარჩენილი და ეს სახეობა გადაშენების სერიოზული საფრთხის ქვეშაა.

image








ზღვის იგუანა


ზღვის იგუანა ხვლიკის ერთადერთი სახეობაა, რომელიც ზღვის გარემოს შეეგუა. ეს სახეობა მხოლოდ გალაპაგოსის კუნძულებზე ცხოვრობს. ზღვის იგუანების მდგომარეობა ამჟამად კლასიფიცირებულია, როგორც დაუცველი.

image








არაბული ანტილოპა


არაბული ანტილოპა, იგივე თეთრი ანტილოპა საშუალო ზომის ანტილოპაა და ანტილოპების გვარის ყველაზე პატარა წარმომადგენელია. ეს სახეობა უდაბნოს გარემოსაა შეგუებულები და იქ ცხოვრობდა. ამჟამად ისინი არაბეთის ნახევარკუნძულზე დახეტიალობენ. ამჯერად მათი მდგომარეობა დაუცველია და უკანონო ნადირობის, საძოვრების გარეშე დარჩენისა და გვალვების საფრთხის ქვეშ არიან.

image








სიამის ნიანგი


სიამის ნიანგი პატარა, მტკნარ წყალში მცხოვრები, გადაშენების სერიოზული საფრთხის ქვეშ მყოფი ნიანგია. სინამდვილეში, ეს სახეობა მხოლოდ კამბოდიაში დარჩა, სხვა ადგილებიდან სრულიად გამქრალია.

image





ეს ცხოველები უკანონო ნადირობისა და ბრაკონიერობის გამო არიან გადაშენების პირას. ნუთუ ვფიქრობთ, რომ მათი ცხოვრება ნაკლებად ღირებულია, ვიდრე რომელიმე ჩვენგანის? გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარებში❤






ასევე დაგაინტერესებთ:


1. ადამიანი, რომელიც აფთრებთან ერთად ცხოვრობს

image


2. 13 ფოტო, რომელიც ამტკიცებს, რომ კატები და ძაღლები სრულიად სხვადასხვა სამყაროდან არიან

image


3. 9 ფაქტი ცხოველების შესახებ, რომელიც ბიოლოგიის გაკვეთილებზე არ გვისწავლია

image





0
392
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
392
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0