კოსმეტოლოგია რატომ არის სასარგებლო სახის კანისათვის მწვანე ჩაის ნაყენი - 3 მთავარი მიზეზი 2018, 17 მარტი, 19:15 სახის კანის მოვლა განსაკუთრებით სათუთი თემაა, ქალბატონები და არა მარტო ქალბატონები, მუდმივად ცდილობენ, რომ ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ და ჰქონდეთ მომხიბვლელი სახე.
როგორც ცნობილია, მწვანე ჩაი ანტიოქსიდანტებს შეიცავს, ისინი ეხმარება კანს ბაქტერიებთან ბრძოლაში და ინფექციის საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა.
ამერიკის დერმატოლოგთა ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა კვლევა, იმის შესახებ თუ როგორ შველის მწვანე ჩაი კანის სხვადასხვა დაავადებებს. როგორც კვლევაშია ნათქვამი, ის ებრძვის ბაქტერიებს და იცავს კანს ინფექციებისგან. სტატიაში გამოვყობთ 3 მთავარ მიზეზს, თუ რატომაა კარგი მწვანე ჩაის ნაყენი სახის კანისათვის. 1. მწვანე ჩაი ებრძვის ნაოჭებს ასაკთან და ნაოჭებთან საბრძოლველად ანტიოქსიდანტები ყველაზე ძლიერი იარაღია, სწორედ ნაოჭებთან საბრძოლველ ანტიოქსიდანტებს შეიცავს მწვანე ჩაი. მათ შორისაა კატეჩინი, რომელიც ძალიანსასარგებლოა ნაოჭების წინააღმდეგ. მწვანე ჩაი აღადგენს კანს, მზისაგან დაზიანებულ ადგილებსდა ებრძვის შავ ლაქებს. 2. ფორებთან საბრძოლველად დერმატოლოგები, პირველ რიგში, მწვანე ჩაის ნაყენს გვირჩევენ მწვანე ჩაიში შემავალი ნივთიერებები ატენიანებს კანს და ფორებს მინიმუმამდე ამცირებს. 3. მწვანე ჩაის ნაყენი კარგია გამომშრალი კანისთვის. თუ კანი გამომშრალი გაქვთ და აქერცლილია, მწვანე ჩაი აუცილებლად დაგეხმარებათ, იგი კანს გლუვსა და კრიალას ხდის. ყველაფერთან ერთად, მწვანე ჩაი სასიამოვნო სურნელით გამოირჩევა, ამიტომ დილა-საღამო, თუ სახის ჩამობანის პროცედურისას მწვანე ჩაის ნაყენს მიმართავთ, ჩათვალეთ, რომ თქვენი სახის კანი აუცილებლად შეინარჩუნებს ბუნებრივ ბრწყინვალებასა და სილამაზეს! 244 1-ს მოსწონს
|