სამარხვო კერძები შოკოლადის სამარხვო კექსი 2018, 18 მარტი, 14:29 ძალიან ჰაეროვანი, რბილი შოკოლადის კექსი ძალიან გემრიელი სამარხვო ნამცხვარია. მისი მომზადება რთული არ არის და ყველას ძალიან მოსწონს, მათ შორის, ბავშვებსაც. ინგრედიენტები: მინერალური წყალი — 300 მლ. ფქვილი — 300 გრ. მზესუმზირის ზეთი — 150 мл შაქარი — 150 გრ. ალუბლის ჯემი ან უკურკო მურაბა — 5 ს. კ. ქლიავის ჯემი — 6 ს. კ. გამაფხვიერებელი — 2 ჩ. კ. ნიგოზი — 100 გრ. კაკაო — 4 ს. კ. ვანილიანი შაქარი – 1 პაკეტი ქისმიში — 50 გრ. ქოქოსის ფანტელი — 50 გრ. ლიმონი — 1 ლიმონის ცედრა მომზადება: I. თასში ჩაასხით მინერალური წყალი, ზეთი და დაამატეთ შაქარი > შეურიეთ ერთმანეთს. II. მეორე თასში ჩააცერით ფქვილი (ჟანგვადით რომ გამდიდრდეს) > დაამატეთ გამაფხვიერებელი და კაკაოს ფხვნილი > შეურიეთ ერთმანეთს. III. შეურიეთ ერთმანეთს თასებში მოთავსებული ინგრედიენტები. IV. მიღებულ მასას დაამატეთ ქიშმიში, ალუბლის და ქლიავის ჯემები > ურიეთ 2 წუთი. V. დაფქვით ნიგოზი > მოახეხეთ ლიმონს ცედრა. VI. ცომს დაამატეთ ნიგოზი, ქოქოსის ფანტელი, ცედრა და ვანილინ > ყველაფერი კიდევ ერთხელ შეურიეთ. VII. საცხობ ფორმაში ჩაფინეთ საცხობი ქაღალდი > ჩაასხით ცომი და ზედაპირი მოასწორეთ. VIII. კექსი გამოაცხეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. IX. ცივ კექსს, ვიდრე დაჭრით, შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის პუდრა. სხვა სამარხვო კერძები: ქამა სოკოს სალათი ბოსტნეულის რაგუ და ბადრიჯანი იტალიურად
865 8-ს მოსწონს
|